ბროწეული არტერიული წნევის და დიაბეტის კონტროლს აუმჯობესებს

1173

ბროწეულის მიღება მთელ რიგ გამაჯანსაღებელ ეფექტს უკავშირდება.ბროწეულის ნაყოფი უჯრედისით, ვიტამინებით, მინერალებით და მცენარეული ნაერთებით მდიდარია. Food News–ის ინფორმაციით, ბროწეული ანტიოქსიდანტური ნივთიერებების, ანტოციანინების წყალობით ანთებას ამცირებს. ეს ანტიოქსიდანტი ბროწეულის მოწითალო–ლალისფერზეც პასუხისმგებელია.

„ბროწეულში ანტიოქსიდანტური აქტივობა 3-ჯერ მეტია, ვიდრე წითელ ღვინოსა და მწვანე ჩაიში“.ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ანთებას, რომელსაც ბროწეული ებრძვის, გულის დაავადების გამოწვევა შეუძლია.დამატებით, რაციონში ბროწეულის ჩართვა არტერიულ წნევას აკონტროლებს. ნაყოფი კალიუმის მდიდარი წყაროა, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს, სისხლძარღვებს მოდუნებაში ეხმარება და ამით სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.ბროწეულის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება: დიაბეტის მართვა.„ბროწეული განსაკუთრებით სასარგებლო მე-2 ტიპის დიაბეტიკებისთვის შეიძლება იყოს“.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მე–2 ტიპის დიაბეტიკებს ბროწეულის მიღებისას სისხლში ანთებითი მარკერების დონე უმცირდებათ და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე („კარგი ქოლესტერინი“) ეზრდებათ. ასეთი ქოლესტერინი „ცუდს“ უკავშირდება და მას ღვიძლში აბრუნებს, საიდანაც გარეთ გამოდის.დადგენილია, რომ ბროწეულში ზოგიერთი ნაერთი, როგორიცაა პუნიკალაგინი და ელაგის მჟავა, ანტიდიაბეტურ მოქმედებას ფლობენ. ისინი უჯრედებს იცავენ ჟანგვითი სტრესისა და დაზიანებისგან, რომლებიც მე–2 ტიპის დიაბეტიკის ორგანიზმს აუარესებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს