სოდა ლიმონთან ერთად: უბრალოდ ჩააწეთ და შედეგი გაგაოცებთ

3958

დღეს მაღაზიების თაროები საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით სავსეა, მაგრამ ნატურალურ ვარიანტს უპირატესობას ვანიჭებ. სწორედ ამიტომ, ქიმიურ საშუალებებს ბინაში იშვიათად და მცირე რაოდენობით ვიყენებ. თუ საწმენდი საშუალებების შემადგენლობას წაიკითხავთ, შეიძლება გაოგნდეთ, რას არ ასხამენ უვნებელ ბოთლებში.მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ იმას, რას იყენებთ, განსაკუთრებით თუ სახლში ბავშვები და ცხოველები ცხოვრობენ. სარეცხი საშუალება შეიძლება შეიცავდეს ქლორს, ფოსფატს, არომატიზატორს და კონსერვანტს. საერთო ჯამში შეიძლება მიიღოთ ისეთი უსიამოვნო სიურპრიზები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები და ნერვული სისტემის აშლილობა. გადაწყვეტილება არსებობს: ძველი, კეთილი მეთოდები, რომლებიც არა ერთი დიასახლისის მიერ გამოცდილია. რაც მთავარია, უსაფრთხო და ბიუჯეტურია.

რა სარგებელი აქვს სოდას ლიმონთან ერთად

პირველ რიგში, ლიმონის და სოდის სუნის შესუნთქვა ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. მეორეც, შესანიშნავად წმენდს იმას, რისი გაწმენდაც უკვე შეუძლებელია. გაცხიმული ღუმლის კედლები, ჭუჭყიანი იატაკის ფილები, ძველი ქვაბი – ეს სრული სია არაა, რასაც ლიმონი და სოდა მარტივად უმკლავდება.ლიმონი მისი უნივერსალურობის გამო ძალიან მიყვარს. მას კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში, სამზარეულოსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საშუალებაში ხშირად იყენებენ. ლიმონი შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაწმენდად, დეოდორანტად და ლაქების მოსაშორებლად. სოდა აბსოლუტურად ეკოლოგიური საშუალებაა. მისი დახმარებით საკანალიზაციო მილიც შეგიძლიათ გაწმინდოთ.

რა და როგორ გავწმინდოთ სოდით და ლიმონით – ერთხელ ლიმონი სოდაში ამოვავლე და ჩემი შესაძლებლობით გავოცდი. ახლა სამზარეულოში ნებისმიერ ჭუჭყს მარტივად ვუმკლავდები. ამაში დავრწმუნდი, როცა პომიდვრის პასტის ქილა შემთხვევით გავტეხე. ბუნებრივია, ყველაფერს დიდხანს და მოსაწყენად ვაშორებდი. ამავდროულად, იატაკის, ნიჟარის და გაზქურის გაწმენდა გადავწყვიტე. ნახევარი ლიმონი სოდაში ამოვავლე. შემდეგ ლიმონით გაზქურის კედლები და მინა კარგად გავწმინდე. 15 წუთით გავაჩერე, ამის შემდეგ ღრუბელი გადავუსვი და ცხიმი გაქრა.გაზქურის სახელური, იატაკი და სამზარეულოს წინსაფარი რომ გაწმინდოთ, ლიმონი, სოდა და ძველი კბილის ჯაგრისი დაგჭირდებათ. ლიმონის წვენის და სოდის ხსნარში ჯაგრისი ჩააწეთ და რთულად მისაწვდომ ადგილებში მთელ ჭუჭყს მოიშორებთ. ფილების ზედაპირი იდეალურად გაიწმინდება! გახსოვდეთ, რომ მაღაზიაში ნაყიდი ქიმიკატების მავნე ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება და ილექება. ამისთვის, საკმარისია რამდენჯერმე ჩაისუნთქოთ ან ზედაპირი ცუდად დაამუშავოთ. სახლის ეკოლოგიურად დალაგება როგორც გარემოსთვის, ასევე ოჯახის ბიუჯეტის შესანარჩუნებლად საკმარისია. მხოლოდ სარგებელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს