მაცივრის დალაგება, განსაკუთრებით უსიამოვნო სუნის მოშორება მარტივი საქმე არაა. სისუფთავის მოყვარული დიასახლისები მზად არიან რამდენიმე საათი მის გაწმენდას დაუთმონ. Vivien გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებით მაცივარს გაწმენდთ და უსიამოვნო სუნსაც მოიშორებთ. რაც მთავარია, დიდ დროს არ დახარჯავთ.პირველი ეტაპი მომზადებას გულისხმობს. მაცივრიდან ყველა პროდუქტი, ქილა, შეფუთვა, წვნიანი გამოიღეთ. ახლა თავად თაროებიც გამოიღეთ. ფრთხილად იმოქმედეთ. პლასტმასის ელემენტები არ დააზიანოთ. ასეთი კონსტრუქცია მარტივად შეიძლება გატყდეს, შეძენა კი ძვირი დაგიჯდებათ.საყინულეში ყინულის სწრაფად გალღობაში ჭიქა ცხელი წყალი დაგეხმარებათ. უბრალოდ ჭიქაში ცხელი წყალი ჩაასხით და საყინულეში დადგით. ასევე შეგიძლიათ ცხელი წყალი პულვერიზატორით შეასხუროთ.თაროები და ყველა ელემენტი, რომელიც იხსნება, სააბაზანო ოთახში გაიტანეთ და აბაზანაში სპეციალური სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. აგრესიული ქიმიური საშუალებები არ გამოიყენოთ. სარეცხ ინგრედიენტებს სამზარეულოში მარტივად იპოვით.
უბრალოდ 1 ლ თბილ წყალს 50 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი, 2 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. ამ ხსნარით უსიამოვნო სუნს და ჭუჭყს პირველივე გამოყენებაზე მოიშორებთ.მაცივრის შიდა ნაწილსაც მიხედეთ. მაცივარი შიგნიდან ზემოთ მომზადებული ხსნარით გაწმინდეთ. რთულ ადგილებში სოდა გამოიყენეთ და ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. პროცესის დროს რეზინის ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ. ეფექტის გასაძლიერებლად 1 ლ წყლის და 100 მლ ძმრის ნარევი გამოიყენეთ.როგორც კი, მაცივრის ყველა დეტალი გაშრება, პროდუქტები შეალაგეთ. სუნის პრევენციისთვის ყავის მარცვლები გამოიყენეთ. ფიალაში ჩაყარეთ და მაცივარში თაროზე დადგით. ყავის მარცვლები უსიამოვნო სუნს შთანთქავს. გირჩევთ, რომ პროდუქტებს ყურადღება მიაქციოთ და ვადაგასული დროულად მოიშორეთ და სამზარეულოში ცუდი სუნი არ შეგაწუხებთ.
სადღესასწაულო დღეებში მაცივარი კერძებით სავსეა და ხშირია შემთხვევა, როცა ქილა ან კონტეინერი ტყდება, მაგრამ ახლა შეგიძლიათ სამზარეულო სწრაფად და უპრობლემოდ დაალაგოთ.