3 ნიშანი, რომელსაც ვეფხვის წელში გაუმართლებს

1197

ძალიან მალე 2021 ხარის წელს დავემშვიდობებით და 2022 წყლის ვეფხვის წელს მივესალმებით. დროა განვლილი წლის მოვლენები შეაჯამოთ, წარსულში დატოვოთ ყველაფერი, რაც სიამოვნებას და სიხარულს არ განიჭებთ და ახალ გეგმებზე დაფიქრდეთ.

ჩინური კალენდრით ახალი წელი 1 თებერვალს იწყება და არა 1 იანვარს. და მაინც, სჯობს წინასწარ იცოდეთ, ვის გაუმართლებს ვეფხვის წელში. Vivien გიამბობთ, ვინც არის ყველაზე იღბლიანი.

ვეფხვი – არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ვეფხვის წელში სწორედ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ. 1962, 1974, 1986, 1998 და 2010 წლებში დაბადებულს ყველაფერში ვეფხვის მფარველობის იმედი უნდა ჰქონდეთ. მოქმედება დაიწყეთ, თუ სამსახურის შეცვლაზე/დაწინაურებაზე, გეგმის განხორციელებაზე, ბიზნესის გახსნაზე ოცნებობთ. კარგი ამბები არ დააყოვნებს.

დრაკონი – იღბლიან სამეულში დრაკონიც მოხვდა. 1964, 1976, 1988, 2000 და 2012 წლებში დაბადებულ ადამიანებს ბედი გვერდით არ ჩაუვლის. შანსი გამოჩნდება, რომ ცხოვრება შეცვალოთ და თან უკეთესობისკენ. გარისკვის არ შეგეშინდეთ, იმოქმედეთ და ამისთვის დაჯილდოვდებით.

მაიმუნი – მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის (1968, 1980, 1992, 2004 და 2016 წლები) მთელი 2022 წელი ნამდვილი თავგადასავლები იქნება. ყოველთვის მოვლენების შუაგულში აღმოჩნდებიან, რაც სარგებელს და მოგებას მოუტანთ. ახალ პროექტებს და მიზნებზე დაფიქრდით.

2022 წლის დაგეგმვა თამამად დაიწყეთ, თუ ვეფხვის, დრაკონის ან მაიმუნის ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. გაბედულად იმოქმედეთ: ბედს თამამი ხალხი უყვარს!