15 მკაცრი ისტორიული ფაქტი, რომელთა შესახებაც სკოლაში არასდროს ამბობენ

2241
15 მკაცრი ისტორიული ფაქტი, რომელთა შესახებაც სკოლაში არასდროს ამბობენ
15 მკაცრი ისტორიული ფაქტი, რომელთა შესახებაც სკოლაში არასდროს ამბობენ

ბევრი ზრდასრული ადამიანი ძველ დროს, როგორც ლამაზ ზღაპარს ლამაზი ტანსაცმელებით და გასაოცარი თავგადასავლებით ისე წარმოიდგენს. ყველაზე პრიმიტიული ისტორიის სასწავლო წიგნიც კი გვიამბობს, თუ როგორი სისხლიანი იყო გასული ეპოქა.

თუმცა ძნელია იპოვოთ სასწავლო წიგნი, სადაც ამ 15 საშინელ ფაქტზე რამე ეწერება

  1. ჩვ.წ.აღ-მდე 200 წლის წინ, როცა სპარტა თავისი ძლიერების მწვერვალში იყო, ყოველ სპარტანელს 20 მონა ჰყავდა.

2. XVII-XVIII საუკუნეებში ევროპაში ძველი ეგვიპტის მოდა შემოვიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ადამიანები მუმიას ანაწევრებდნენ და წამლის სახით ღებულობდნენ. მათ სჯეროდათ რომ ასე ბევრი დაავადებისგან განიკურნებოდნენ.

3. ძველ რომში ახალდაბადებული ჩვილი ადამიანად არ ითვლებოდა, ამიტომ ბავშვის მკვლელობა არ ისჯებოდა. კონტრაცეფტების გამოგონებამდე, ქალებს ბავშვის მოშორება დაბადებისთანავე შეეძლო.

4. დასავლეთ აფრიკის სამეფოში დაგომეაში არსებობდა არმია, სადაც მხოლოდ ქალები მსახურობდნენ. ბევრი ფრანგი ჯარისკაცი მათზე თავდასხმაზე თავიდან უარს ამბობდა, რის გამოც დიდი დანაკარგიც მიიღეს.

5. შუა საუკუნოვან ევროპაში ცხოველებს ადამიანების თანასწორად სჯიდნენ. ამ ფაქტის ყველაზე ადრეული ხსენება – ღორის სასამართლო 1266 წელს, საფრანგეთში.

6. მე-18 საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიაში მრუშობის გამო ქალს საშინლად სჯიდნენ. მას კატებით სავსე ტომარაში სვამდნენ.

7. ვიკინგები კამათს ჩხუბით სახელით ჰოლმგანგით არჩევდნენ. ვისაც გამოიწვევდნენ და ჰოლმგანგზე არ გამოჩნდებოდა, ის ავტომატურად დამნაშავედ ითვლებოდა და მისი მოკვლა ნებისმიერ მოქალაქეს კანონიერად შეეძლო.

8. აცკეტები მტრის მეომრებს არ კლავდნენ, არამედ ღმერთს მსხვერპლს წირავდნენ. მოწინააღმდეგის სიკვდილი ბრძოლის დროს ჯარისკაცის მარცხად ითვლებოდა, რომელმაც მისი ცოცხლად მოყვანა ვერ შეძლო.

9. ძველი ეგვიპტელები მსხვერპლშეწირვას იშვიათად იყენებდნენ, მაგრამ მზის ღმერთის უპატივცემულობისთვის ადამიანს ცოცხლად სწვავდნენ.

10. მე-14 ს-ში, 45 წლის განმავლობაში დამპყრობელმა თემურლენგმა პლანეტის მოსახლეობის 3,5% გაანადგურა. ყველაზე მოკრძალებული დათვლებით 15 მლნ ადამიანი!

11. უკანასკნელი 3500 წლის განმავლობაში ჯამში მხოლოდ 230 წელი იყო ომის გარეშე.

12. ძველი ბერძნები და რომაელები უფრო სასტიკები იყვნენ, ვიდრე ვფიქრობთ. საკმარისია გლადიატორის ბრძოლა გავიხსენოთ ან ადამიანის მსხვერპლად შეწირვა – ზოგჯერ საკუთარი ბავშვებისაც კი.

13. ხეთები ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, რომელმაც ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა. ისინი ინფიცირებულ ვირს და ცხვარს იყენებდნენ, რომ მტრის ჯარში ეპიდემია გავრცელებულიყო.

14. ტენოჩტიტლანში, დიდი ტაძრის აშენების დროს ღმერთს 84 ათასი ადამიანი მსხვერპლად შესწირეს.

15. სამი ბრძენი ადამიანი, რომლებმაც ახალშობილ ქრისტეს საჩუქრები გადასცეს, სპარსეთის ტომის მქადაგებლები იყვნენ. ისინი ზოროასტრიზმის ყველაზე გავლენიანი მღვდლები იყვნენ.

თქვენ იცოდით ამ ფაქტების შესახებ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს