კარტოფილის ბლინი, ოლადები, დრანიკი ბევრისთვის საყვარელი ერთი და იგივე კერძია. ბუნებრივია, ყველა თავისებურად ამზადებს, მაგრამ ერთი მარტივი რეცეპტი არსებობს, რომლის დახმარებით კერძს რამდენიმე წუთში მოამზადებთ. მთავარია, არაფერი ზედმეტი, ფქვილიც არ დაგჭირდებათ. საბჭოელი დიასახლისები სწორედ ასეთ დრანიკს ამზადებდნენ. Vivien ძალიან სწრაფი და გემრიელი ოლადების რეცეპტს გიზიარებთ.
ინგრედიენტები და მომზადების წესი
ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი წასახემსებლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 5 კარტოფილი
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 2 კვერცხი
- 1/3 ჩ/კ მარილი
- 1/4 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
- 1/4 ჩ/კ ხმელი სუნელი
მომზადების წესი:
- მომზადების პროცესზე გადავიდეთ. კარტოფილი გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. იგივე ხახვზე გაიმეორეთ. ამის შემდეგ კარტოფილი და ხახვი აურიეთ.
- საწური აიღეთ და მისი დახმარებით კარტოფილის და ხახვის ნარევს ზედმეტი სითხე მოაშორეთ.
- მიღებულ მასას დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- თხელი კვერები გააკეთეთ და მზესუმზირას ზეთში ორივე მხრიდან 4-4 წუთით შეწვით.
კერძი მზადაა. სუფრაზე არაჟანთან ერთად გაიტანეთ. მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და წარმოუგენლად გემრიელი კერძია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს