როგორც წესი, გასახდომი დიეტა რაციონიდან ტკბილეულის სრულად ამოღებას გულისხმობს. სწორი კვება მავნე პროდუქტების შეზღუდვასთან, ცხიმის, ცილების და ნახშირწყლების ზომიერად მიღებასთან ასოცირდება. საკონდიტრო ნაწარმი აბსოლუტური ტაბუ არაა. Vivien გიამბობთ, რომელი პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ თუნდაც დიეტის დროს.
- მარმელადი – ეს მხოლოდ ნახშირწყლებია! – ამბობენ დიეტის დროს ტკბილეულის მოწინააღმდეგეები და მართლები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მარმელადს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რის გამოც წონაში დაკლების დროსაც დაშვებულია. ამ ტკბილეულში ცხიმები არ შედის და სასარგებლო უჯრედის შეიცავს. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები წინააღმდეგი არ არიან, თუ რაციონში მარმელადს ჩართავთ. მით უფრო, ახლა უშაქრო მარმელადიც ნატურალური დამატკბობლით იყიდება.
- მწარე შოკოლადი – გახდომის დროს აუცილებელი პროდუქტი. მნიშვნელოვანი მომენტი: კაკაოს შემცველობა მინიმუმ 70% უნდა იყოს. დაბალი გლიკემიური ინდექსი და შაქრის ნაკლებობა ტკბილეულის მოყვარულებს გახდომის დროს დიდ სარგებელს მოუტანს. სხვა სარგებელი: შიმშილის გრძნობის გაქრობა, განწყობის გაუმჯობესება, თავის ტვინის მუშაობის გააქტიურება. კაკაოს მარცვლები ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით სიბერისგან, მიკრობებისგან დაგიცავთ. ამ ყველაფრის ხარჯზე კორტიზოლის დონე ან სტრესის ჰორმონი მცირდება. ასე დიეტაზე მყოფს შეწყვეტა და მაცივრიდან ყველაფრის გამოღების სურვილი არ უჩნდება. საკმარისია, რამდენიმე ნატეხი მწარე შოკოლადი შეჭამოთ.
- კანფეტები – უშაქრო კანფეტები, რომელთაც როგორც ჩვეულებრივ, ასევე სპეციალურ მაღაზიებში იპოვით. შოკოლადიც კი უშაქროდ, ნატურალურ დამატკბობლით მზადდება. ყურადღება მიაქციეთ: ჩვეულებრივ ასეთ ტკბილეულს უმატებენ ფრუქტოზას, რომლის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. შემადგენლობა ყურადღებით წაიკითხეთ. დიეტოლოგები შაქრის საუკეთესო ალტერნატივად სტევიას მიიჩნევენ, რადგან შაქარზე უფრო ტკბილია, კალორიას არ შეიცავს, ორგანიზმი არ ითვისებს, იმუნიტეტს აძლიერებს და პრებიოტიკ ინულინის ხარჯზე ნაწლავების მუშაობაზე კარგ გავლენას ახდენს.
- ზეფირი და პასტილა – ასეთი ტკბილეული დიეტის დროს შესანიშნავია. მასში ცხიმები არ შედის. უბრალო ზეფირი და პასტილა შაქრისგან, კვერცხის ცილისა და ხილის ან კენკრის პიურესგან მზადდება. ჯანსაღ ალტერნატივაში შაქრის ნაცვლად ნატურალურ დამატკბობელს, როგორიცაა აგარ–აგარი ან პექტინი, იყენებენ. ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა – ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს, რის ხარჯზეც საჭმლის მონელება უმჯობესდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს