თვალის პატჩი კიტრისგან: სარგებელი და ზიანი

854

კიტრის რგოლები თვალის გარშემო კანზე ერთ–ერთი უძველესი სილამაზის საიდუმლოა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ მეთოდით თვალის გარშემო ნაზი კანის ბევრ პრობლემას ნამდვილად მოიშორებთ. როგორ? Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს კიტრის პატჩს და როგორ გამოიყენოთ.

კიტრის პატჩის სარგებელი

თვალსაჩინო სასარგებლო ეფექტი: თვალის გარშემო შეშუპების გაქრობა. სისხლძარღვების შევიწროების ხარჯზე სისხლის ნაკადი ნელდება და სახის გარეგნობა უმჯობესდება. როგორც ცნობილია, თვალი სულის სარკეა.კიტრს ქუთუთოს ნაზი კანის განახლება და დატენიანება შეუძლია. რაც მთვარია, კიტრი სითხის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ამიტომ ეფექტი მოკლევადიანი არაა.თუ კიტრის პატჩებს გამოიყენებთ, შეიძლება თვალების გარშემო მუქი წრეების მოშორება შეძლოთ. მსგავსი სარგებელი K ვიტამინის დიდი რაოდენობით აიხსნება, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.B ვიტამინი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია. კანს ანაყრებს, ხოლო პექტინი და სახამებელი კანს ოდნავ აღიავებს, ლურჯ წრეებს აქრობს. კიტრის პატჩით ტონუსს გაზრდით, კანს დაამშვიდებთ, განაახლებთ და დაატენიანებთ.ანთების მოშორება კიდევ ერთი სარგებელია. თვალზე დაკრული კიტრის თხელი ფირფიტებით ანთების საწინააღმდეგო და გამაგრილებელ ეფექტს მიიღებთ, ასევე გაღიზიანებას მოიშორებთ.მისი დახმარებით ორგანიზმიდან სითხეს მოიშორებთ. ეს შეშუპების გაქრობას ხელს უწყობს.

აქვს თუ არა ზიანი კიტრის პატჩებს – აბსოლუტურად არა. ამ პროცედურას მხოლოდ სარგებელი აქვს. მისი გამოყენება ალერგიულ და მგრძნობიარე კანის მფლობელებსაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდის გამოყენებას არ მოერიდოთ, თუ გსურთ ყოველთვის სუფთა ხედვა გქონდეთ.

როგორ გამოვიყენოთ კიტრის პატჩი – ახალი კიტრი თხელ რგოლებად დაჭერით. საყინულეში მაქსიმუმ 10 წუთით შეინახეთ, მაგრამ სრულ გაყინვას მოერიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცოტა გრილი გახდეს. ორი ფირფიტა თვალების ქვეშ დაიდეთ და 7-10 წუთით გაიჩერეთ, როგორც ჩვეულებრივი პატჩი. ესეც ასე, ეფექტით ისიამოვნეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს