ყველაზე იაფ საპონს ვყიდულობ და ბებიას რჩევით ვიყენებ

1043

სახლისთვის მრავალჯერადი დოზატორი თხევადი საპნისთვის უკვე დიდი ხნის წინ შევიძინე. ვფიქრობ, რომ ასე უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურია. უბრალოდ დიდი შეფუთვიდან ცოტ–ცოტას ვასხამ. ამის მიუხედავად, იაფი მყარი საპნის დიდ შეფუთვებს მაინც ვყიდულობ. არა ძველი ჩვევის გამო, უბრალოდ სახლში მის გამოყენებას გვერდს ვერ ავუვლი!ეს ხრიკები ბებიამ მასწავლა, რომელსაც ნებისმიერ კითხვაზე ყოველთვის პასუხი აქვს. მითხრა, თუ როგორი აუცილებელია ოჯახში საპნის ქონა. Vivien გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო საიდუმლოს საპნის გამოსაყენებლად.

იაფი საპონი: გამოყენება საოჯახო საქმეში

  • ფეხსაცმლის დეოდორანტი – ბევრი ფეხსაცმლის სპეციალურ დეოდორანტს მაღაზიაში ყიდულობს. სამწუხაროდ, ამ ამოცანას ყველა ვერ გაუმკლავდება, ამასთან სპეციფიკური სუნი აქვს. გარდა ამისა, ასეთი საშუალება სწრაფად მთავრდება და ძვირი არ ღირს. კარგი ალტერნატივა არსებობს! უბრალო საპნის ნატეხი ქაღალდში გაახვიეთ და ღამით ფეხსაცმელში დატოვეთ. უსიამოვნო სუნი გაქრება და სასიამოვნო არომატი გაჩნდება.
  • ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება – თუ თქვენს კარადაში ჩრჩილი გაჩნდა, ნაფტალინის ან მაღაზიის საშუალების ძლიერი არომატის ატანა აუცილებელი არაა. საპონი წინასწარ დახვრეტილ ქაღალდში გაახვიეთ. კარადის თაროზე შეინახეთ და მწერების მოშორებით და მსუბუქი სასიამოვნო არომატით ისიამოვნეთ.
  • ელვის შეკეთება – გქონიათ შემთხვევა, როცა გაგვიანდებათ, ნაჩქარევად იცვამთ და რაღაც მომენტში ელვა იჭედება. მორჩა, ტანსაცმლის ტყვეობაში ხართ. მუხთლობის კანონი ისე მუშაობს, რომ რაც უფრო აგვიანებთ, მით უფრო მეტი დრო გჭირდებათ ელვის გასახსნელად. თუ ბავშვები გყავთ, ეს პრობლემა უფრო ხშირად ჩნდება. დერეფანში საპნის ნატეხები შეინახეთ. მათი დახმარებით პრობლემას წამებში მოაგვარებთ. ელვას საპონი წაუსვით და საქმეებს მიხედეთ.
  • კარის ჭრიალის მოსაშორებლად – ეს ხმა უბრალოდ გვაღიზიანებს და ზოგჯერ უსიამოვნებას იწვევს. კარის ჭრიალს შეუძლია ოჯახის რომელიმე წევრი გააღვიძოს და ღამით სამზარეულოში ჩუმი გასვლა გამოაშკარავოს. ზოგიერთი პრობლემა მანქანის ზეთით შეგიძლიათ მოაგვაროთ, მაგრამ უბრალო საპნის ნატეხის გამოყენებას გირჩევთ. საპონი სახსარს წაუსვით და ახლა თქვენი ღამის მოგზაურობის შესახებ არავის ეცოდინება.
  • მწერის ნაკბენის საწინააღმდეგოდ – შემოდგომაზე მწერებმა იკლო, მაგრამ მეთოდი მარაგში უნდა გქონდეთ. საპონი ნაკბენზე წაისვით. ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაქრება ტკივილი და ქავილი. უცვლელი საშუალება აგარაკზე ან ბუნებაში გასვლისას!
  • მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება – მეაგარაკეებს, რომელთაც ბაღის და ბოსტნის კულტურების მოყვარული მავნებლები აწუხებთ, საპნის ნატეხები გამოადგებათ. საპონი გახეხეთ და მცენარეს გარშემო მოაყარეთ. შედეგი გაგაოცებთ!
  • მკაფიო ხედვა – განსაკუთრებით აქტუალურია, თუ სათვალეს ატარებთ. თანდათან სიცივე დგება, ანუ სათვალე შენობაში შესვლისას დაორთქვლას იწყებს. თუმცა ახლა სიცივის ლოდინი საჭირო არაა: ნიღბის ტარებისას მინა იორთქლება. ამ პრობლემის მოსაშორებლად სათვალე თბილი წყლით გარეცხეთ და საპნიანი ხსნარით ორივე მხრიდან გაწმინდეთ, შემდეგ გაამშრალეთ, რომ ზოლები არ დარჩეს. ესეც ასე, მეთოდი ფანჯრის და სარკის შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორც ხედავთ, მყარი საპონი სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ. რამდენიმე საპნის ნატეხი შეიძინეთ, თუნდაც თხევად საპონს იყენებდეთ. გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლო მეთოდები, როგორ გამოვიყენოთ საპონი სახლში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს