დასახელდა ტვინისთვის სახიფათო პროდუქტები

1250

ტვინი ორგანიზმის მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ყველა სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხს აგებს. მასზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ. კვების პროდუქტები, რომელთაც ყოველდღე მივირთმევთ, ტვინისთვის შეიძლება სასარგებლო ან საზიანო იყოს. Vivien გიამბობთ, რომელი პროდუქტები უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ან მინიმუმ შეამციროთ ტვინის აქტივობის შესანარჩუნებლად.

ტვინისთვის მავნე პროდუქტები

  • ტრანსცხიმები. მცენარეული ცხიმების გადამუშავების შედეგად მიღებული უჯერი ცხიმები, რომლებიც დიდი რაოდენობით გვხდება სწრაფი კვების პროდუქტებში, ტკბილ საკონდიტრო ნაწარმში, ჩიფსებში, ტკბილ სიმინდის ჩხირებსა და მსგავს წასახემსებელში, მაიონეზსა და მარგარინში.ჰიდროგენიზირებული ზეთიც ტრანსცხიმებია, რომელიც ბევრ პროდუქტში გვხდება. ის გულის და სისხლძარღვების სისტემების მუშაობაზე გავლენას ახდენს. კვლევის თანახმად, ასეთი ნაჯერი ცხიმები დემენციის და ალცჰაიმერის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს.
  • სწრაფი ნახშირწყლები. სწრაფი ნახშირწყლები სისხლში შაქრის დონეს სწრაფად ზრდის, რის გამოც ენერგია სწრაფად იზრდება, მაგრამ ეფექტი მალევე ქრება. ამ დროს ორგანიზმი მიღებული შაქრის გადასამუშავებლად ინსულინის წარმოებას იწყებს. ინსულინი კალორიების ნაწილს ძალის აღდგენაზე ხარჯავს, ნაწილს ცხიმოვან ფენებში იმარაგებს. ინსულინის აფეთქების შემდეგ დაღლილობას და შიმშილს იგრძნობს. ასე მარტივია წონაში მოიმატოთ.გლუკოზა სისხლძარღვების კედლებს აზიანებს, ათეროსკლეროზის ფოლაქებს ქმნის და ამით სისხლის გასვლას აფერხებს. ტვინი ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს განიცდის. სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს ყველა პროდუქტი, სადაც შაქარი გვხდება, მათ შორისაა ხილი, თაფლი, ტკბილეული, ალკოჰოლი.
  • მარილიანი. კონსერვები, ძეხვები და დამარილებული თევზი ბევრ მარილს შეიცავს. ბევრი მარილი სითხის დაგუბებას და სისხლძარღვების კედლების შეშუპებას იწვევს. სისხლი ნელა მოძრაობს და ლიმფა გასასვლელად სისხლძარღვების კედლებზე წნევას ზრდის, რაც ჰიპერტონიის განვითარებას ხელს უწყობს. ამ დროს ადამიანს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა აწუხებს.
  • არომატიზატორები და საღებავები. კონსერვანტები ჯანმრთელობისთვის საზიანოა – ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც მიირთმევენ. არომატიზატორი კერძს გემრიელს ხდის, საღებავი ალამაზებს. რაციონიდან გამორიცხოთ ტკბილი წყალი, ჟელე, სხვადასხვა სასუსნავი, სოუსი და ნახევარფაბრიკატი. სასარგებლო ვარიანტებით ჩაანაცვლეთ.ყურადღება მიაქციეთ რას ჭამთ, რომ ტვინმა სწრაფად და პროდუქტიულად მუშაობა შეძლოს. პროდუქტის შემადგენლობა ყოველთვის წაიკითხეთ და თუ საეჭვო რამ ნახეთ, არ შეიძინოთ. ეს საჭიროა, რომ ღრმა სიბერემდე საღი გონება შეინარჩუნოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს