სახლის პირობებში ფეხის აბაზანა სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა. ბებიას რჩევით სურდოს და გაციების პირველივე ნიშნებზე ფეხის აბაზანას ვიღებ. ამ მეთოდით მათ ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება შეძლეს.ღამით, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე 30 წუთიანი პროცედურა საკმარისია, რომ დილით ვირუსი გამქრალი იყოს. ცხელ წყალში მდოგვის დამატება ეფექტურ სარგებელს იძლევა. Vivien გიამბობთ, რატომ უნდა გამოიყენოთ მდოგვი ფეხის აბაზანის დროს, რა სარგებელი და უკუჩვენებები ახლავს და ვისთვის შეიძლება მისი გამოყენება.
მდოგვის სარგებელი ფეხის აბაზანის დროს – როგორც უკვე ვთქვით, ასეთი პროცედურა გაციების დროს სასარგებლოა. თუ გაწუხებთ ყელის ტკივილი, მშრალი ან სველი ხველა, სურდო, საერთო სისუსტე, ფეხის აბაზანა მდოგვით მიიღეთ.ადრე მისი დახმარებით ბრონქულ ასთმას კურნავდნენ. ახლა შეგიძლიათ დამხმარე საშუალებად გამოიყენოთ, რადგან სამკურნალოდ ბევრი სხვა კარგი საშუალებაა გამოსული.ფეხის აბაზანა მდოგვიან ცხელ წყალში დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაზრდაში, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში, კუნთების გათბობაში, ტკივილის მოშორებაში, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში, გაუხეშებული კანის დარბილებასა და ბრონქების მუშაობის სტიმულირებაში.
მდოგვის უკუჩვენებები ფეხის აბაზანის დროს – ასეთი პროცედურა არ შეიძლება, თუ გაქვთ ონკოლოგიური დაავადებები, ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, რადგან წნევის როგორც ზრდა, ასევე შემცირება შეიძლება გამოიწვიოს. აბაზანისგან თავი უნდა შეიკავოთ, თუ 37,3 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა გაქვთ. ადგილობრივი გაცხელება სხეულის ტემპერატურას უფრო გაზრდის. თუ გულის იშემიური ქრონიკული დაავადება, მიოკარდიტი, ვარიკოზი და წყლულები გაწუხებთ, პროცედურის ჩატარებისგან თავი შეიკავეთ.5 წლამდე ბავშვებსა და ორსულ ქალებში ფრთხილად უნდა გამოიყენოთ.
ფეხის აბაზანა მდოგვით: მოქმედების ეტაპები
- პლასტმასის ტაშტი 40 გრადუსი ტემპერატურის წყლით გაავსეთ. წყალი ტერფებს უნდა ფარავდეს.
- 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და გახსნამდე აურიეთ.
- ფეხები წყალში ჩააწყვეთ. ცოტა ცივი წყალი დაუმატეთ, თუ თქვენთვის ზედმეტად ცხელია.
- 30 წუთით აბაზანა მიიღეთ. წყლის გაცივებისას ცხელი წყალი დაუმატეთ.
- ფეხები ბამბის პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ და ბეწვის წინდები ჩაიცვით.
- მცენარეულ ჩაის თაფლი ან კენკრის მურაბა დაუმატეთ და აბაზანის შემდეგ დალიეთ.
ცოტა ასკილის ნახარში, სოდა ან ციტრუსის (ევკალიპტი, სოჭი) ეთერზეთი მდოგვის სარგებელს გააძლიერებს.
მდოგვის ფხვნილის გამოყენების მშრალი მეთოდი – დაგჭირდებათ ორი წინდა. ერთი წინდა ჩაიცვით, მეორეში მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ და პირველ წინდაზე ამოიცვით. მთელი ღამე გაიჩერეთ. ფეხები გათბება და სწრაფად განიკურნებით. ასეთი მეთოდი გამოგადგებათ, თუ გარკვეული მიზეზით ფეხის აბაზანას ვერ იღებთ.ბავშვებისთვის 38 გრადუსი ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ. 3 ლ წყალს ¼ ჭიქა მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ. ძილის წინ 10-15 წუთით ფეხების ცხელ წყალში ჩაწყობა საკმარისია.ზრდასრულმა ადამიანმა მდოგვის აბაზანა 4 დღე ზედიზედ, დღეში 2-ჯერ უნდა გაიკეთოს, რომ ვირუსები თავიდან აიცილოს. უხეში კანის მოსაშორებლად კვირაში 1–2 პროცედურა საკმარისია.