როგორც აღმოჩნდა, არაყი შეგვიძლია არა მხოლოდ წვეულებებზე გამოვიყენოთ. ეს ძლიერი სასმელი სახლის დამხმარე, გამწმენდი საშუალება და ბევრი რამის ჩამანაცვლებელი შეიძლება გახდეს.
თუ ერთი ზედმეტი არყის ბოთლი გაქვთ, ქვემოთ მოცემული ხრიკებიდან რამდენიმეს გამოყენება აუცილებლად სცადეთ.
- ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად
არაყი ბაქტერიებს შესანიშნავად კლავს, გამოიყენეთ!
- თეთრეულიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად
არაყი თქვენი თეთრეულისთვის შეიძლება დეზოდორანტი გახდეს. 1:2 პროპორციით არაყი და წყალი ერთმანეთს აურიეთ. ხსნარი ტანსაცმელს შეასხით.
- შხამიანი სუროს გამონაყარის გასაქრობად.
თუ შხამიან სუროს შეეხეთ, არაყი გამოიყენეთ რომ გამონაყარი და ქავილი თავიდან აიცილოთ.
- მედუზამ დაგსუსხათ? არაყი გამოიყენეთ!
უბრალოდ დასუსხულ ადგილას ცოტა არაყი წაისვით. ის ჭრილობას აშუშებს, ტკივილს ამსუბუქებს.
- მწერების მოსაშორებლად.
არაყი კანზე გადაინაწილეთ, რომ მწერები თავიდან მოიშოროთ. არომატისთვის შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი დაუმატოთ. მაგ., ლავანდის ან ბაზილიკის ეთეროვანი ზეთი.
- ყვავილებს გააცოცხლებთ
წყლით სავსე ლარნაკს ცოტა არაყი დაუმატეთ და თქვენი ყვავილები გაცოცხლდება.
- კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ
არყის და ლავანდის ზეთის ხსნარი მძიმე ვარჯიშის შემდეგ შესანიშნავი საშუალებაა კუნთების მოსადუნებლად. უბრალოდ კანზე შეიზილეთ.
- ქსოვილიდან ლაქის მოსაშორებლად
არაყი შეგიძლიათ უბრალოდ ქსოვილს წაუსვათ, რომ ლაქა მოაშოროთ.
- სათვალეები გაწმინდეთ
არაყი და ქსოვილი მიკროფიბრა გამოიყენეთ, რომ თქვენ სათვალეს ცხიმი და მტვერი მოაშოროთ.
- თქვენი ბაღის ინსტრუმენტების გასაწმენდად
დარწმუნდით, რომ თქვენი ბაღის ინსტრუმენტები სუფთაა – არყით დეზინფექცია ჩაუტარეთ.
- საპარს საშუალებას სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ.
ყველაფერი, რაც გჭირდებათ – ცოტა არაყია. ყოველი პარსვის შემდეგ საპარსი არაყში ჩადეთ. ეს ჟანგის გაჩენას ხელს შეუშლის.
- სახის ტონიკი მოამზადეთ.
არყით ფორების გაწმენდა შეგიძლიათ. უბრალოდ ¼ ჩ/კ არაყი 1 ჭიქა მწვანე ჩაის დაუმატეთ და სახე გაწმინდეთ.
- თმას მოცულობა მიანიჭეთ.
ცოტა არაყი შამპუნს დაუმატეთ, რომ მტვრევადი და თხელი თმა გააცოცხლოთ.
- გაყინული პაკეტი მოქნილი გახადეთ.
ყინულის პაკეტი ცოტა რაოდენობით წყლით და არყით აავსეთ, რომ მინუს ტემპერატურამდე გაცივდეს, მაგრამ არ გაიყინოს. ასე მოქნილ პაკეტს მიიღებთ, რომლის გამოყენებაც უფრო მოსახერხებელია.
- ცომის გასაუმჯობესებლად.
ცომის რეცეპტში წყალი მცირე რაოდენობით არყით ჩაანაცვლეთ,
- ვერცხლის გასაწმენდად.
ვერცხლს ლამაზი ბრწყინვალება მიანიჭეთ. ამისთვის არაყში რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
- ყურების გასაწმენდად.
45% არაყი, 45% ვაშლის ძმარი და 10% გლიცერინი გამოიყენეთ, რომ ყურები გაიწმინდოთ.
- სარეველას გასანადგურებლად.
არაყი, ორი ჭიქა წყალი და ცოტა ჭურჭლის საპონი ერთმანეთს აურიეთ და სპრეი ბოთლში ჩაასხით.
- ქრომირებული ზედაპირის გასაწმენდად.
ქრომირებული ზედაპირი არყით გაწმინდეთ, რომ ზედაპირმა ბზინვარება დაიწყოს.
- ობის მოსაშორებლად.
არყის სპრეი ნებისმიერ ობს მოკლავს. 10 წუთის შემდეგ ზედაპირი გადაწმინდეთ და მასზე არაფერი აღარ დარჩება!
- წებოვანი სიბინძურის მოსაშორებლად
ყველაზე წებოვანი ნაგავიც კი გაქრება, თუ მას არაყს დაასხამ.
- სუნთქვას გაიუმჯობესებთ.
სუნთქვის გასაახლებლად გამოიყენეთ არაყი, როგორც პირის ღრუს გამოსავლები სითხე.
- სიგარეტის სუნის გასაქრობად.
უსიამოვნო სუნს მოიშორებთ, თუ ტანსაცმელზე არაყს შეასხურებთ.
- კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად.
პირი არყით გამოივლეთ, რომ ტკივილი შეამსუბუქოთ და ბაქტერიები მოიშოროთ.
- ბალახის ექსტრაქტი და ნაყენი მოამზადეთ.
არაყი შეგიძლიათ ექსტრაქტის და მცენარეული ნაყენების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
- ქერტლის მოსაშორებლად.
არაყი გამოიყენეთ, რომ ქერტლის გამომწვევი მიკრობები მოკლათ. ამისთვის შამპუნს არაყი დაუმატეთ.
- წითელი ღვინის ლაქის მოსაშორებლად.
არაყი შეგიძლიათ წითელი ღვინის ლაქის მოსაშორებლად გამოიყენო. არაყი დაასხით ლაქას მის ბოლომდე გაქრობამდე. შემდეგ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით გარეცხეთ.
- ლეიკოპლასტირის ნაზად მოსაშორებლად.
ლეიკოპლასტირის მოშორებამდე, ის არყით დაასველეთ, ასე ტანჯვას თავიდან მოიშორებთ.
- ჭრილობის დეზინფეცირებისთვის.
არაყი ჭრილობაზე დაიდეთ, რომ ინფექცია თავიდან აიცილოთ.
- კრაზანების მოსაშორებლად.
არყის და ეთეროვანი ზეთის ხსნარი კუთხეებს შეასხით, რომ კრაზანები სამუდამოდ მოიშოროთ.
- ყელის ტკივილის გასაქრობად.
არაყს ბაქტერიების მოკვლა და ყელის ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. ლიმონის წვენი თაფლს და 2 ს/კ არაყს აურიეთ.
- ფანჯრების საწმენდად.
ფანჯრების საწმენდად არაყი გამოიყენეთ.
- ტემპერატურის შესაცვლელად.
არაყი სწრაფად ორთქლდება, რაც კანზე გამაგრილებელ მოქმედებას ახდენს. პირსახოცი არაყში დაასველეთ, სანამ შუბლზე დაიდებთ.
- სამკაულების გასაწმენდად.
არაყი- შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა, როგორც უკვე მიხვდით. თქვენი სამკაულები არაყში ჩადეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ მტვერი და ნადები ძველი კბილის ჯაგრისით მოაშორეთ.
- ღებინების შემდეგ დარჩენილი ლაქის მოსაშორებლად.
ნებისმიერი მსგავსი ლაქა არყით დაასველეთ და ნივთი ჩვეულებრივ გარეცხეთ.
არყის გამოყენების ამ მეთოდების შესახებ იცოდით?