ექიმი გირჩევთ, კვერცხით და კარაქით ისაუზმოთ

770

ნადეჟდა ცაპკინის, დიეტოლოგ–ნუტრიციოლოგის თქმით, ქათმის კვერცხი და კარაქი ღირებული მიკროელემენტების ძალიან მდიდარი წყაროა.„საუზმეზე სჯობს კვერცხი და კარაქი მიირთვათ“ – გირჩევთ ექიმი.ცაპკინი შეგახსენებთ, რომ ქათმის კვერცხის ცილა ადვილად ათვისებადია და მისი მიღება რიგ სასარგებლო და გამაჯანსაღებელ ეფექტებს უკავშირდება:

  • ძვლები ძლიერდება
  • არტერიული წნევა მცირდება
  • ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნა აქტიურდება
  • კუნთოვანი მასა ვითარდება
  • ცხიმის დაგროვება მცირდება

რაც შეეხება კვერცხში შემავალ ნივთიერებებს, ექიმი განმარტავს:„კვერცხში შედის 40–ზე მეტი ვიტამინი: B, A, E, D, K ჯგუფის ვიტამინების უმეტესობა, ასევე მიკრო და მაკროელემენტები, რომლებიც ჯანმრთელობის მხარდასაჭერად აუცილებელია, ასეთია მაგნიუმი, თუთია, კალიუმი, კალციუმი, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა.თავის მხრივ, ექიმი ნატურალურ კარაქს „ორგანიზმისთვის სუპერ საკვებს“ უწოდებს. პროდუქტი ადამიანს აწვდის A, D, E, K ვიტამინებს ცხიმოვან მჟავებთან ერთად, რომლებიც მათ ათვისებას აუმჯობესებენ და ანტიასაკობრივ მოქმედებას ხელს უწყობენ. დიეტოლოგი ასახელებს კარაქის სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობისთვის:

  • ქსოვილების უჯრედების ფორმირებას ხელს უწყობს
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის მცირე დაზიანებას შეხორცებაში ეხმარება
  • ზოგადად, ლორწოვანი ქსოვილების მდგომარეობას აუმჯობესებს
  • თმის და ფრჩხილების ზრდას აუმჯობესებს
  • კანის მოქნილობას ზრდის
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს