ადამიანის ცხოვრების სტილის ზოგიერთი თავისებურება სიმსივნით დაავადების რისკს ზრდის. ამის შესახებ ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოების სპეციალისტები Eat Thit, Not That პორტალთან ინტერვიუში საუბრობენ.ქრონიკულად ცუდი ძილი, რომელიც ადამიანს ღამით სრულყოფილად დასვენების საშუალებას არ აძლევს, შეიძლება სიმსივნის განვითარების დამწყებ მექანიზმად ჩავთვალოთ. ამ შემთხვევაში ორგანიზმს შეიძლება აწუხებდეს ანთება, რაც სპეციფიკურ უჯრედურ მუტაციას იწვევს.კიდევ ერთი თავისებურება, მარტო ცხოვრება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს მუდმივ შფოთვას უკავშირდება.„მარტოობა სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, რადგან სტრესის გამო ორგანიზმში ანთებითი რეაქციის გამოწვევა შეუძლია“ .
ონკოლოგები სიმსივნის გამომწვევ ჩვევად ალკოჰოლის ჭარბად მიღებასაც ასახელებენ. ძუძუს და პირის ღრუს კიბო, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების სიმსივნე – ეს ყველაფერი სიმთვრალესთან მჭიდრო კავშირშია.ონკოლოგები გაფრთხილებთ, რომ ექიმთან შეთანხმების გარეშე ვიტამინები არ მიიღოთ. მაგალითად, „საკვები დანამატები ბეტა კაროტინით და E ვიტამინით სიმსივნის განვითარებას ზრდის იმ ადამიანებში, რომლებიც უკვე რისკის ზონაში იმყოფებიან“.ექიმები ტელევიზორით გადაბმით ყურებასაც განსაკუთრებულ არახელსაყრელ ჩვევად თვლიან, რადგან ადამიანს ნაკლებად მოძრაობას აჩვევს. ამ ჩვევას ნაწლავების სიმსივნის მაღალი რისკი უკავშირდება – დღეში 2 საათი ტელევიზორის წინ ჯდომა საკმარისია.