11 თეთრებად ღირებული სააფთიაქო საშუალება ელიტური კოსმეტიკის ნაცვლად

5250

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და უფრო ხშირად ფინანსებს. ჩვენ გვთავაზობენ ძვირადღირებულ პრეპარატებს, რომლებმაც კანი სუფთა და ბზინვარე უნდა გახადოს. კოსმეტიკური პროცედურების რიცხვი, რომელიც სახეს ახალგაზრდობას უბრუნებს, ყოველდღე იზრდება. ზოგიერთი ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ უმეტესობა მათგანი გულუბრყვილო კლიენტისგან ფულის გამოძალვაზეა მიმართული. როგორ მოვიქცეთ? Vivien იაფი სააფთიაქო საშუალებების გამოყენებას გირჩევთ! ზოგიერთი თეთრებად ღირებული პრეპარატი ყველა აფთიაქში იყიდება და ძვირადღირებულ კოსმეტიკას მარტივად ანაცვლებს. ვფიქრობთ, რომ იაფი ცუდს ნიშნავს, არადა ხშირად ფასის ზრდა რეკლამის და მაღალი მოთხოვნის ხარჯზე ხდება. საშუალება, რომელიც ეკრანებზე ტრიალებს, იაფ ანალოგზე უფრო ძვირი ღირს. ეს 11 საშუალება კანის და თმის შინაურულ მოვლას სხვა თვალით დაგანახებთ. ალბათ, ზოგიერთი მათგანი ნაცადიც გაქვთ. ნახეთ, რა უნდა გქონდეთ სახლში.

იაფი სააფთიაქო საშუალებები კანისა და თმისთვის

  1. წყალბადის ზეჟანგი – ეს ანტისეპტიკი სახის მოვლის ხალხურ მეთოდებში ხშირად ნახსენებია. ლოსიონის მოსამზადებლად წყალბადის ზეჟანგი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ. კანი გაიწმინდეთ. საშუალება სახის ფერს ათანაბრებს და ანთებითი პროცესების რისკს ამცირებს.წყალბადის ზეჟანგს ერთი ნაკლებად ცნობილი თვისება აქვს. დეოდორანტის ნაცვლად ან მასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პრეპარატი უსიამოვნო სუნისგან დაგიცავთ. ამასთან ოფლდენას ხელს არ უშლის.
  2. ბადიაგი – ბადიაგის ნიღაბი წვრილ ნაოჭებს მოგაშორებთ, ღრმა ნაოჭს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, კანს გააპრიალებს და დაჭიმავს. 1 ჭიქა წყალი, 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი და 1 პაკეტი ბადიაგი აურიეთ. ფაფა პრობლემურ ადგილებში წაისვით. 5 წუთში ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. გულყვითელას სპირტიანი ნაყენი – თუ აკნემ შეგაწუხათ, ეს საშუალება თქვენთვისაა. პრობლემური ზონები დღეში 3-4-ჯერ დაიმუშავეთ. გულყვითელას ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და კანს სწრაფად წმენდს.
  4. სალიცილის მალამო – ერთ–ერთი მოქმედი მეთოდი სებორეას დროს. მალამო კოსმეტიკური ხასიათის კანის პრობლემებს ეფექტურად ებრძვის. მკვდარ უჯრედებს ნაზად აშორებს და კანს მოვლილს და ჯანსაღს ხდის.
  5. თუთიის მალამო  – ბევრი ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა შეიწავლეთ, რომელიც რეკომენდებულია პრობლემური კანისთვის და იქ თუთიის მალამოს აღმოაჩენთ. მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკი და ანთებას ებრძვის.
  6. ინგლისური მარილი
  7. გამოადგება მათ, ვისაც ფსორიაზი და ტანზე კანის სხვა პრობლემა აწუხებს. პრობლემის მოსაგვარებლად თვეში ერთხელ მაგნეზიით (მარილის მეორე სახელი) აბაზანა მიიღეთ.
  8. კოსმეტიკური თიხა – აფთიაქში სხვადასხვა სახის თიხას იპოვით. მას სახეზე ან სხეულზე ნიღბის სახით ისმევენ. საშუალება გამონაყარს აშრობს, მკვდარ უჯრედებს აშორებს და სახის ფერს ათანაბრებს. თითოეულ ფერს თავისი თვისება აქვს. თიხის არჩევისას თქვენი ტიპის კანით იხელმძღვანელეთ.
  9. პასტა „სულსენა“ – უკვე წლებია თმის მოვლის საუკეთესო პრეპარატებს შორისაა. მასში შედის გოგირდი, რომელიც თმას შიგნიდან აძლიერებს. პასტა სკალპზე დადებით გავლენას ახდენს.
  10. ხსნარი „რომაზულანი“ – გვირილაზე დაფუძნებული ხსნარი ძლიერ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. მისი გამოყენება მთელ ტანზე შეგიძლიათ. საკმარისია, ცოტა საშუალება შამპუნს, შხაპგელს აურიოთ ან სახის ნიღაბს 1 კოვზი დაუმატოთ. ცხიმიან კანზე განსაკუთრებით ეფექტურია.
  11. აბუსალათინის ზეთი – იაფი აბუსალათინის ზეთი თმის ზრდას ხელს უწყობს. იმ ზონებში წაისვით, სადაც ზრდის სტიმულირება გსურთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. თუ ზეთს წამწამებზე იყენებთ, უკვე ერთ თვეში ხელოვნურ წამწამებზე არანაკლებ დიდი გახდება.
  12. კალციუმის ქლორიდი – იცით, რამდენი ღირს ჰოლივუდური სახის პილინგი სალონებში? ამის გაკეთებას სახლში თეთრებად შეძლებთ. კანი გაიწმინდეთ, 1 ამპულა კალციუმის ქლორიდი ხელისგულებზე შეიზილეთ და სახეზე წაისვით. გაშრობა აცადეთ, შემდეგ კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ.ხელები გაისაპნეთ და მასაჟურ ხაზებზე შეიზილეთ. როცა კალციუმის ქლორიდი საპნის კომპონენტებთან რეაქციაში შევა, სქელ მასას მიიღებთ. კანის სრულყოფილ წმენდას სწორედ ის უზრუნველყოფს. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

აუცილებელი არაა ხელფასის ნახევარი კოსმეტიკურ მომსახურებაში, ეგზოტიკურ ნიღბებსა და კრემებში დახარჯოთ. კანის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებას ბიუჯეტური სააფთიაქო საშუალებებითაც შეძლებთ. მათი ეფექტურობა წლებით დამტკიცებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს