Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც სახლში მომზადებული თმის ნიღბების და შამპუნის გამოყენება დაიწყო. ნახეთ, რა უპირატესობა აქვს მდოგვით თავის დაბანას.„მახსოვს, როცა ქალიშვილს ველოდი, კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების შემადგენლობის შესწავლა სერიოზულად დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი კორეული თაფლის ნიღაბი შეიცავს ნივთიერებას, რომელთანაც კონტაქტი ორსულობის დროს რეკომენდებული არაა. მაშინ აღმოვაჩინე ნიღაბი კოჭით თმის ზრდის დასაჩქარებლად. მას ყოველ კვირა რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყენებდი და ეფექტით კმაყოფილი ვიყავი.გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი ნიღბის ხშირად მომზადება უბრალოდ მეზარება. აქ, დუბლი მეორე. კვლავ ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვა მომიწია. ამჯერად შამპუნის გამოცვლა გადავწყვიტე, ამიტომ დაქალის რჩევით მდოგვით თავის დაბანა დავიწყე. ეს მარტივი, თეთრებად ღირებული საშუალებაა, რომელიც წარმოუდგენელ ეფექტს იძლევა“.
როგორ დავიბანოთ თავი მდოგვით – თავის მოვლის საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ მშრალი მდოგვი გამოგადგებათ. 2 ჩ/კ მდოგვს თბილი წყალი დაასხით და აურიეთ ისე, რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ.თმა დაისველეთ და ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ. რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ხელები დაისველეთ და ნარევი მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თუ მშრალი თმის ბოლოები გაქვთ, მათზე ნარევი არ წაისვათ. ერთი წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
რა ეფექტს გვაძლევს მდოგვით თავის დაბანა
- რეგულარული გამოყენებისას თმის მოცულობა ვიზუალურად იზრდება.
- თმა დიდხანს სუფთა რჩება.
- თმა გლუვი, რბილი და ბზინვარე ხდება.
- თმის ცვენა წყდება, უფრო მეტიც, თმა ზრდას იწყებს.
რა დავუმატოთ თვითნაკეთ შამპუნს – თუ წინააღმდეგი არ ხართ შამპუნის მომზადებაზე მეტი დრო დახარჯოთ, წყლის ნაცვლად ცოტა კვერცხის გული დაუმატეთ. კვერცხის გული ბევრ კომპონენტს შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ საკვებში, არამედ კოსმეტიკურ საშუალებაში სასარგებლოა. A და E ვიტამინები სკალპზე დამატენიანებელ და მკვებავ მოქმედებას ახდენს. D ვიტამინი თმის ზრდას აჩქარებს და თმის ცვენის პრობლემას აგვარებს. B ჯგუფის ვიტამინები თმას აძლიერებს, ასქელებს. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები თმას ბზინვარებას ამატებს და ქერტლს ებრძვის.ეთერზეთი თმის და სკალპის მოვლას ხელს უწყობს. მაგალითად, თმის ცვენის თავიდან აცილებაში ილანგ–ილანგის, ჩაის ხის ან პიტნის ეთერზეთი დაგეხმარებათ. ჭარბ ცხიმიანობასთან საბრძოლველად ლიმონის, ევკალიპტის და ბარამბოს ეთერზეთები გამოიყენეთ.თუ გსურთ თმის გაძლიერება, ზრდის სტიმულირება და მოცულობის გაზრდა, გირჩევთ სცადოთ! მდოგვით თავის დაბანა უჩვეულოა, მაგრამ შედეგი გაგახარებთ.