ძვირადღირებული სალონების მსგავსი ნიღაბი სახლის პირობებში.

1128

ბებიაჩემი ამბობს, რომ როგორი ფერითაც არ უნდა შეიღებოს მოხუცმა ქალმა ფრჩხილები, ხელები მაინც ასაკს ავლენს. სწორედ ამიტომ, დეკორატიულის ნაცვლად სამკურნალო მოვლას უპირატესობას ანიჭებს. ამასთან მხოლოდ ნატურალურ სახლში დამზადებულ საშუალებებს იყენებს. Vivien გიზიარებთ ხელის გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს გულყვითელით.ხელის კანის მოვლა მხოლოდ დილა–საღამოს ცხიმიანი კრემის წასმით არ უნდა შემოიფარგლოს. აქ, რეგულარული კომპლექსური მოვლა მნიშვნელოვანია. სახლის პროცედურებზე ბევრი დროის დახარჯვა აუცილებელი არაა. მაგალითად, ხელის ანტიასაკობრივი ნიღბის მომზადებას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება. პოზიტიური ეფექტის მისაღებად კანზე ამდენივე ხნით უნდა გაიჩეროთ.

ნიღაბი გულყვითელით და ქაცვის ზეთით

სახამებლის, გულყვითელას ნახარშის და მცენარეული ზეთის ნარევზე დაფუძნებულ ხელის აბაზანას  ყოველ 3-4 დღეში ვიკეთებ. სინამდვილეში, კანი თავად მიგანიშნებთ, როდის სჭირდება გამოკვება. ხელის ნიღაბი მხოლოდ ძლიერი ნატურალური ლიფტინგი არაა. ასე ნახეთქებს, სიმშრალეს, აქერცვლას და სიწითლეს მოიშორებთ. ცივ შემოდგომა–ზამთრის პერიოდში შეუცვლელი მოვლაა. ეფექტს პროცედურის დასრულებისთანავე დაინახავთ.

დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა წყალი
  • 3 ჩ/კ სახამებელი
  • 1 ს/კ ხმელი გულყვითელა
  • 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი

ნიღბის მომზადების წესი:

  1. 2 ჭიქა წყალი ღრმა ტაფაში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ხმელ გულყვითელას ცხელი წყალი დაასხით და დააყენეთ. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ.
  2. ამ დროში სახამებელს ცოტა ცივი წყალი დაასხით. აურიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. როცა ნარევი ადუღდება, სახამებელი დაუმატეთ. აურიეთ და 2-3 წუთით, კისელის მომზადებამდე ხარშეთ.
  3. ოდნავ გაგრილებული ბალახის კისელი თასში გადაასხით. ცოტა ზეითუნის და ქაცვის ზეთი დაუმატეთ, აურიეთ. მასა მისაღებ ტემპერატურამდე გააგრილეთ.
  4. ხელი საპნით კარგად დაიბანეთ და კისელში 10 წუთით გააჩერეთ, კარგად დაიმასაჟეთ. ამის შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ და კრემი წაისვით.
  5. თუ პროცედურის შემდეგ საშუალების გადაღვრა გენანებათ, შხაპის წინ მთელ ფეხზე წაისვით. ნიღაბი კანზე 5 წუთით შეიზილეთ, შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ. შხაპის შემდეგ ტანის კრემი აუცილებლად წაისვით.

როგორც ხედავთ, ანტიასაკობრივი ხელის ნიღაბი მრავალფუნქციურია. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში, როცა კანი განსაკუთრებით დაუნდობელია, კანის მოსავლელად იდეალური საშუალებაა. თქვენ როგორ ინარჩუნებთ ხელის სირბილეს და სიგლუვეს ყინვაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს