მოცხრის სწორად გადაჭრის მეთოდი შემოდგომაზე

1266

მოცხარზე ამბობენ, რომ სწორი მოვლის პირობებში მებაღეზე დიდხანს ცოცხლობს. მართლაც, მიწის ნაკვეთი ხშირად გაზრდილი მოცხრის ბუჩქით იყიდება. ზოგიერთი მათგანი უკვე ათზე მეტი წლისაა. როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ბუჩქი ნაყოფიერი რომ დარჩეს, უნდა იცოდეთ, როგორ გადაჭრათ შემოდგომაზე.რთული არაფერია, მაგრამ პროცედურის გამოტოვება არ ღირს. დროული გადაჭრის შემდეგ ბუჩქი ძალიან გემრიელი და მძიმე კენკრით იხუნძლება.

როგორ გავსხლათ მოცხარი შემოდგომაზე

რეკომენდებულია, რომ ბუჩქი ზამთრისთვის ოქტომბრის მეორე ნახევარში მოამზადოთ: სადღაც ფოთლების დაცვენასა და პირველ ძლიერ ყინვას შორის.თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ მოცხრის თითოეულ სახეობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. შავი მოცხარი ნაკლებად პრეტენზიულია, ვიდრე წითელი და თეთრი. სწორედ ამიტომ, Vivien მოცხრის გასხვლის ორ მეთოდს გთავაზობთ. ასევე გიზიარებთ რამდენიმე წესს, რომელიც ორივე შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვათ.

შავი მოცხრის მოვლის მეთოდი – შემოდგომაზე გასხვლისას ძველი და გატეხილი, განსაკუთრებით ხავსიანი ტოტები უნდა მოაშოროთ. ერთწლიანი ნერგი 1–2 კვირტამდე გადაჭერით, ორწლიანი – 4 ძლიერ აღმონაცენამდე, ასაკოვან ბუჩქზე დაახლოებით 5 სქელი ტოტი დატოვეთ, ყლორტები არ დატოვოთ. ყოველწლიურად ბუჩქის მესამედზე მეტი არ უნდა გადაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება. დაზამთრებამდე ახალი ტოტები (5-7 სმ სიმაღლეზე), ასევე მიწისკენ დაშვებული ყლორტები დაამოკლეთ. გადაჭრისას წრის ცენტრალური ნაწილი და შიგნით მზარდი ყლორტები იჭრება.

წითელი და თეთრი მოცხრის მოვლის მეთოდი – უფრო ნაზი სახეობებია, ამიტომ ნაზ გადაჭრას მოითხოვს. ახალი ნერგი საერთოდ არ იჭრება. სანიტარული გასხვლა ყოველ 2–3 წელიწადში ერთხელ ხდება. მიზეზი იმაშია, რომ თეთრი და წითელი მოცხრის ძირითადი მოსავალი 1 წლის განმავლობაში გაზრდილ ტოტებზე მოდის.თუ ბუჩქი საკმაოდ ასაკოვანია და მისი განახლება გსურთ, დაიცავით წესი: იმდენი ძველი ტოტი გადაჭერით, რამდენიც ახალი ტოტი აქვს. გამოდის, თუ 3 ყლორტი აღმოცენდა, 3 ძველი ტოტი შეგიძლიათ გადაჭრათ.

მოცხრის გასხვლის წესები:

  • თხელი ტოტებისთვის სეკატორი გამოიყენეთ. სქელი ტოტებისთვის (1,5 სმ დიამეტრი) ბუჩქსაჭრელი აიღეთ. ორივე ინსტრუმენტი უნაკლოდ გალესილი უნდა იყოს. ასე მცენარე გასხვლის პროცესს უკეთ გადაიტანს.
  • გადაჭრამდე ბუჩქის გარშემო მიწა გაწმინდეთ: დაცვენილი ფოთლები, კენკრა და ტოტები მოაშორეთ.
  • ტოტები მიწასთან ახლოს გადაჭერით, კუნძი არ დატოვოთ.
  • გადაჭრის შემდეგ გადანაჭერ ადგილას ნაცარი მოაყარეთ და მურაცხი წაუსვით. სოკოს პრევენციისთვის დაამუშავეთ  (უკიდურეს შემთხვევაში 3%–იანი აჯასპი გამოგადგებათ).

ითვლება, რომ ბუჩქის გაახალგაზრდავება ყოველ 12 წელიწადში ერთხელ აუცილებელია. თუმცა სწორი გასხვლის პირობებში წლები ნაყოფიერი დარჩება და გადარგვა ან ფესვის გაყოფა არ დასჭირდება. წითელ მოცხარს გაახალგაზდავება საერთოდ არ სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევებს კარგად გამოიყენებთ. უხვ მოსავალს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს