ბადრიჯნის მწნილის მომზადება წიწაკასთან და სტაფილოსთან ერთად დელიკატური, მაგრამ რთული საქმე არაა. ბოსტნეული ზოლებად უნდა დაჭრათ, ბადრიჯანი – რგოლებად. მარინადი ტკბილ–მჟავეა, ხოლო ბოსტნეული ხრაშუნა და არომატული გამოდის. ფორმას კარგად ინარჩუნებს და არ იშლება. რეცეპტი დედისგან ვისწავლე, რომელსაც, თავის მხრივ, მეგობარმა ასწავლა.
Vivien გიამბობთ, როგორ დაამწნილოთ ბადრიჯანი ბოსტნეულთან ერთად. ნებისმიერი კერძი ასეთი წასახემსებლით დღესასწაულად მოგეჩვენებათ!
ბადრიჯნის მწნილი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 1 ხახვი
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 კონა მწვანილი (ოხრახუში)
- 1 სტაფილო
მარინადის ინგრედიენტები:
- 2 ს/კ წყალი
- 2 ს/კ ძმარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 2 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. თასში გადაიტანეთ, მარილი დაუმატეთ და აურიეთ. 20 წუთით გააჩერეთ, რომ წვენი გამოვიდეს.
2. სტაფილო კორეულად გახეხეთ ან უბრალოდ თხელ ზოლებად დაჭერით. ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად ან ბუმბულივით დაჭერით. ბულგარული წიწაკაც ზოლებად დაჭერით.
3. ბადრიჯანი გაწურეთ. 10 წუთით თითოეული მხრიდან ცოტა მცენარეულ ზეთში შეწვით. ცალკე თასში მოათავსეთ. მცენარეულ ზეთში სხვა ბოსტნეულიც დაახლოებით 2 წუთით შეწვით.
4. ნიორი დანით დააქუცმაცეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით. ნიორი და მწვანილი ბოსტნეულს დაუმატეთ და აურიეთ.
5. ცალკე თასში ფენებად ბადრიჯნის მესამედი, შემდეგ ბოსტნეულის მესამედი მოათავსეთ. ფენების დადება ინგრედიენტების დამთავრებამდე გააგრძელეთ.
მარინადისთვის შაქარი, ძმარი, მარილი აურიეთ და წყალი დაასხით. კარგად აურიეთ და ეს მარინადი ბოსტნეულს დაასხით. ჭურჭელს თავსახური კარგად დაახურეთ.
6. წასახემსებელი 4 საათით მაცივარში შეინახეთ. წასახემსებელს პერიოდულად აურიეთ და კარგად შეანჟღრიეთ, რომ მარინადი მთელ ბოსტნეულზე გადანაწილდეს. ცოტა ხანში სალათი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, ამ რეცეპტით ბადრიჯნის მწნილის მომზადება რთული არაა. სალათი ნებისმიერ ხორცის და თევზის კერძს იდეალურად ავსებს. მთავარია, დაიმახსოვროთ წესი: რაც უფრო დიდხანს დაამარინადებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა!