ქორწინების იუბილე: როდის და რისი ჩუქებაა მიღებული

2198

ჩვეულებრივ, ქორწილი და შემდეგ თაფლობის თვე სწრაფად გადის. ახალდაქორწინებულები უკან მოხედვას ვერ ასწრებენ, რომ უკვე პირველი საოჯახო დღესასწაული ახლოვდება – იუბილე. მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის აღნიშვნა ერთად ან ახლობლების გარემოცვაშია მიღებული. დღესასწაული თითქოსდა უხილავი ხაზების გავლებას და საერთო ცხოვრების სასიამოვნო მოვლნების გამოცხადებას მიზნად ისახავს. აქ, გულისამაჩუყებელ სიტყვებს და საჩუქრებს გვერდს ვერ აუვლით.

Vivien გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას ქორწინების იუბილეს შესახებ, თუ როდის და რისი მიღებაა სასიამოვნო. შეინახეთ სია!

  • 1 წლის იუბილე – ჩითის ქორწილი. ძალიან სუსტი, მარტივი და თავისუფალი კავშირი, როგორც თავად ჩითი.
  • 2 წლის იუბილე – ქაღალდის ქორწილი. როგორც ქაღალდი, ასეთი ქორწილის დაშლა მარტივია. ცოლ–ქმარმა ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩვეულებრივ, ფულს ჩუქნიან.
  • 3 წლის იუბილე – ტყავის ქორწილი. ურთიერთობა საკმაოდ გამძლეა, მაგრამ ადვილად მოსაქნელი, როგორც ტყავი. წყვილი უკვე ერთმანეთის მოთხოვნილებებს ერგება. ტყავის საფულე ან ხელთათმანი საუკეთესო საჩუქარია.
  • 4 წლის იუბილე – სელის ქორწილი. ორი სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს ერწყმის. სელის მსგავსად, კავშირი გამძლე და ბუნებრივია. სელის სუფრას ჩუქნიან.
  • 5 წლის იუბილე – ხის ქორწილი. ასეთი იუბილე ნიშნავს, რომ წყვილმა უკვე ბევრი განსაცდელი და ცხოვრების გაკვეთილი გამოიარა. ხის ნაწარმი ყოველთვის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად ითვლებოდა, როგორც იუბილარების ქორწინება.
  • 6 წლის იუბილე – თუჯის ქორწილი. ცოლ–ქმარმა ურთიერთობის ღირებულება გააცნობიერა, მაგრამ მას ყურადღება უნდა მიაქციონ. თუჯი ძლიერი მასალაა, მაგრამ დაცემისას ადვილად იმსხვრევა. როგორც ვარიანტი, ტაფა შეგიძლიათ აჩუქოთ.
  • 7 წლის იუბილე – შალის ქორწილი. სიმბოლიზმის მიხედვით, 7 წლიანი ურთიერთობა ბამბასავითაა, მყუდრო და თბილი. ამასთან ეკლიანიც არსებობს. შალის წინდები, ხელთათმანი, ქუდი – ყველაფერი გამოგადგებათ.
  • 8 წლის იუბილე – თუნუქის ქორწილი. ნებისმიერ თუნუქის ნაწარმს მოვლა სჭირდება. გაწმენდა, გაპრიალება აუცილებელია. ასეა ქორწინებაში. ზრუნვა და ფრთხილი მოპყრობა არ უნდა დაგავიწყდეთ.
  • 9 წლის იუბილე – ქაშანურის ქორწილი. მასალა გამძლეობის და სილამაზის ნიშანია, როგორც 9 წლიანი კავშირი. თიხის ჭურჭელი საუკეთესო არჩევანია.
  • 10 წლის იუბილე – ვარდის ქორწილი. ამ დღეს ქმარი ცოლს 11 ვარდს ჩუქნის. 10 – სიყვარულის ნიშნად, 1 – როგორც ნათელი მომავლის იმედი.
  • 11 წლის იუბილე – ფოლადის ქორწილი. ცოლქმრის კავშირი ძლიერია და ფოლადივით ბრწყინავს.
  • 12 წლის იუბილე – ნიკელის ქორწილი. კავშირი იმდენად გაძლიერდა, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
  • 13 წლის იუბილე – მაქმანის ქორწილი. ასეთი იუბილე ნაზი და აღმაფრთოვანებელია. 13 წლიანი ურთიერთობა გარე უსიამოვნებისგან უნდა დაიცვათ.
  • 14 წლის იუბილე – აქატის ქორწილი. მომწიფებული ურთიერთობისკენ მიმავალი გზა. ცოლი და ქმარი შეხების ახალ წერტილებს ეძებენ, დადებითი ენერგიის ტალღებს იღებენ. აქატის სამკაული სწორედ რომ შესაფერისია.
  • 15 წლის იუბილე – ბროლის ქორწილი. გამჭვირვალე და სუფთა ურთიერთობა, რომელიც ზრუნვას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, ბროლის ლარნაკი საუკეთესო საჩუქარია.
  • 16 წლის იუბილე – ტოპაზის ქორწილი. ცოლქმრული ცხოვრების ამ ზღვარის გადალახვისას ადამიანები პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენენ. ტოპაზის სამკაული ურთიერთობას აძლიერებს და ურთიერთგაგებას ხელს უწყობს.
  • 17 წლის იუბილე – ასეთი იუბილეს მქონე ოჯახის მთავარი თვისება: მოქნილობა და კომპრომისის უნარი.
  • 18 წლის იუბილე – ფირუზის ქორწილი. სრულყოფილი ოჯახი. ერთად გატარებულმა წლებმა აჩვენა, თუ რა არის ურთიერთგაგება. ბავშვები გაიზარდნენ, ერთმანეთისთვის დრო გამოუჩნდათ.
  • 19 წლის იუბილე – ბროწეულის ქორწილი. სიუხვეს და სიმდიდრეს ნიშნავს. ამ პერიოდში გრძნობები შესაძლოა ახალი ძალებით აფეთქდეს.
  • 20 წლის იუბილე – მორიგი მნიშვნელოვანი იუბილე. ეს ფაიფურის ქორწილია. წყვილის გრძნობა მსუბუქი და დახვეწილია. ფაიფური რომ არ დაზიანდეს, სათუთად უნდა მოეპყრათ. ფაიფურის ჭურჭელი აჩუქეთ.
  • 21 წლის იუბილე – ოპალის ქორწილი. ამ ულამაზესი ქვისგან დამზადებული ნაწარმი გამოგადგებათ. წყვილს წარმატებას და სიმშვიდეს მოუტანს.
  • 22 წლის იუბილე – ბრინჯაოს ქორწილი. 22 წლიანი ურთიერთობა, როგორც ბრინჯაო, საიმედო და გამძლეა, ურყევი და მოქნილი.
  • 23 წლის იუბილე – ბერილის ქორწილი. იუბილე კეთილდღეობის და ოჯახში სიუხვის ნიშანია.
  • 24 წლის იუბილე – ატლასის ქორწილი. როგორც ეს ქსოვილი, გრძნობა მსუბუქი და ლამაზია.
  • 25 წლის იუბილე – ვერცხლის ქორწილი. ამ ძვირფასი ლითონის მსგავსად გრძნობა მეოთხედ საუკუნეში ძვირფასი და საიმედოა.
  • 26 წლის იუბილე – ნეფრიტის ქორწილი. ითვლება, რომ მინერალი ქორწილის კავშირს იცავს და წლების შემდეგ კავშირი უფრო ძლიერდება.
  • 27 წლის იუბილე – წითელი ხის ქორწილი. ურთიერთობა ნელ–ნელა ვითარდება როგორც სიღრმეში, ასევე სიგანეში. 27 წლისას წყვილს ხშირად შვილიშვილები ჰყავთ, რომლებიც შთამომავლობას აგრძელებენ და ოჯახის ხეს რთავენ.
  • 28 წლის იუბილე – ნიკელის ქორწილი. ტემპერატურის ცვლილებების მიმართ ყველაზე გამძლე შენადნობი. ითვლება, რომ ოჯახი, რომელიც ამ პერიოდს ღირსეულად გადაიტანს, ურღვევია.
  • 29 წლის იუბილე – ხავერდის ქორწილი. ნაზი, ჰარმონიული და ამაღლებული ურთიერთობით გამოირჩევა.
  • 30 წლის იუბილე – მარგალიტის ქორწილი. სრულყოფილება ახასიათებს. სასიამოვნოა, მარგალიტის ჩუქება.
  • 31 წლის იუბილე – მზიანი ქორწილი. ამ პერიოდისთვის კავშირი დროში გამოჭედილია, დაბრკოლებები მედგრად გადალახა. წყვილი „მწვანედან“ „გარუჯულად“ გადაიქცა.
  • 32, 33 წლის იუბილე არ აღინიშნება.
  • 34 წლის იუბილე – ქარვის ქორწილი. ლამაზი ქარვივით ფისისგან წარმოიქმნება, ურთიერთობია წლების შემდეგ ძვირფასი ხდება.
  • 35 წლის იუბილე – მარჯნის ქორწილი. ცოლ–ქმარი ერთი მთლიანი ხდება, როგორც მარჯნის პოლიპები.
  • 36 წლის იუბილე არ აღინიშნება.
  • 37 წლის იუბილე – მუსლინის ქორწილი. ურთიერთობა თხელი, მაგრამ ისეთივე ძლიერია, როგორც მუსლინი.
  • 38 წლის იუბილე – ვერცხლისწყლის ქორწილი. ვერცხლისწყალი ფორმას ადვილად იცვლის. ცოლ–ქმარმა სირთულეებთან მორგება და ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება ისწავლა.
  • 39 წლის იუბილე – კრეპის ქორწილი. კრეპი სიწმინდის, პატიოსნების და პატივისცემის სიმბოლოა.
  • 40 წლის იუბილე – ლალის ქორწილი. ლალი ძლიერი და ურყევი სიყვარულის ნიშანია, რომლის წყალობითაც წყვილი არსებობს.
  • 41 წლის იუბილე – მიწის ქორწილი. ასეთი თარიღი ურყევი კავშირის საუკეთესო მტკიცებულებაა.
  • 42 წლის იუბილე – სადაფის ქორწილი. ცოლსა და ქმარს შორის მტკიცე კავშირის სიმბოლოა.
  • 43 წლის იუბილე – ფლანელის ქორწილი. გრძნობა ფლანელს ჰგავს, რომელიც წლების შემდეგ თავის სინაზეს და სითბოს ინარჩუნებს.
  • 44 წლის იუბილე – ტოპაზის ქორწილი. იუბილეს ძვირფას და ძლიერ ქვას ადარებენ. წყვილის სიყვარულიც ასეთივე ძლიერია.
  • 45 წლის იუბილე – საფირონის ქორწილი. საფირონს ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიმშვიდის ჩუქება შეუძლია, რაც ამ ასაკის ოჯახისთვის მნიშვნელოვანია.
  • 46 წლის იუბილე – ლავანდის ქორწილი. სინაზე და მშვიდი ბედნიერება – აი, რა ახასიათებს წყვილს ამ პერიოდში.
  • 47 წლის იუბილე – ქაშმირის ქორწილი. ბევრი კარგი და ცუდი რამ ჩავლილია და თარიღი ოჯახის ყველა წევრისგან პატივისცემას იმსახურებს.
  • 48 წლის იუბილე – ამეთვისტოს ქორწილი. ამეთვისტო, როგორც წარმატების და კეთილდღეობის სიმბოლო, ორგანიზმს და კანს აახალგაზრდავებს.
  • 49 წლის იუბილე – კედრის ქორწილი. კედარი დღეგრძელობის სიმბოლოდ ითვლება. წყვილი, რომელმაც ერთად 49 წელი იცხოვრა, უკვე გრძნობებში სუფთა, საიმედო და გამძლეა.
  • 50 წლის იუბილე – ოქროს ქორწილი, ნახევარი საუკუნე ხელიხელჩაკიდებული. ოქრო რთულად მიღწეულის სიმბოლოა. როგორც წყვილის ურთიერთობა, რომელმაც წლების შემდეგ ერთგულება და ღირებულება არ დაკარგა. სამწუხაროდ, დღეს ოქროს ქორწილი დიდი იშვიათობაა.
  • 55 წლის იუბილე – ზურმუხტის ქორწილი. ზურმუხტი ძალიან იშვიათი ძვირფასი ქვაა, რომელიც თავისი სიღრმით გვაოცებს. მსგავსი გრძნობა შეგიძლიათ მეუღლეების შემხედვარე განიცადოთ.
  • 60 წლის იუბილე – ბრილიანტის ქორწილი. წყვილმა უსიამოვნებებს გაუძლო. ამ იუბილეს ალმასის ან პლატინის ქორწილსაც უწოდებენ.
  • 65 წლის იუბილე – რკინის ქორწილი. აღმასვლა და დაცემა, სიხარული და დარდი – ყველაფერი უკვე ჩავლილია. ამ დროში მოსიყვარულე გული კვლავ ერთმანეთისკენ მიილტვის. ოჯახის „რკინა“ სირთულეებით და განსაცდელებით იჭედება, მაგრამ სასიხარული მოვლენებით პრიალდება.
  • 70 წლის იუბილე – მადლიერი ქორწილი. ასეთი შესანიშნავი გზის გავლა და ერთად ყოფნა დიდი მადლიერებაა. დიდი მეგობრული ოჯახი, შესაძლოა, შვილთაშვილებთან ერთად, ცოლ–ქმრის ნამდვილი მიღწევაა.
  • 80 წლის იუბილე – მუხის ქორწილი. ხე უამინდობას, ქარიშხალს უძლებს. მუხა მარადისობასთან ასოცირდება.
  • 90 წლის იუბილე – გრანიტის ქორწილი. იუბილეს შეიძლება კარგი ჯანმრთელობის წყალობით შეხვდეს. გრანიტის დაშლა არც სტიქიას და არც ასწლეულს არ შეუძლია.
  • 100 წლის იუბილე – სიყვარულის საუკუნე ერთად! აქ სიტყვების გარეშე. სუფთა სახის სიყვარული და ბედნიერება!

ალბათ, კითხულობთ, შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ. ერთმნიშვნელოვნად, ყველას გვაქვს რაღაც, საითაც მივისწრაფვით. რომელი იუბილეა თქვენთვის ყველაზე პატივსაცემი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს