სარეცხი მანქანა ფუფუნებად დიდი ხანია აღარ ითვლება, ახლა პირველი აუცილებლობის საგანია. მისი დახმარებით დროს ვზოგავთ, ხელებს ფხვნილთან და სხვა საშუალებებთან კონტაქტისგან ვიცავთ. სხვათა შორის, მაღაზიებში სარეცხი საშუალებების დიდი არჩევანია. თითოეული მათგანი კონკრეტულ განყოფილებაში უნდა მოათავსოთ. სარეცხ მანქანაში სარეცხი ფხვნილისთვის განკუთვნილი კონტეინერის გამოწევისას სამ განყოფილებას დაინახავთ.როგორც წესი, გვერდითა უჯრებს აღნიშნავენ ციფრებით I და II (1 და 2) ან ასოებით A და B. ჩვეულებრივ, ცენტრალურ განყოფილებას ფიფქის ან ყვავილის სიმბოლოთი აღნიშნავენ. ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს და უბრალოდ ფხვნილს ნებისმიერ განყოფილებაში ყრის. სარეცხი საშუალების არასწორი ჩატვირთვა რეცხვას უსარგებლოს ხდის. Vivien ეცდება გაარკვიოს, რისთვის არის საჭირო თითოეული განყოფილება სარეცხი მანქანის უჯრაში.
რატომ არის დაყოფილი სარეცხი ფხვნილის კონტეინერი 3 განყოფილებად – უჯრა ამგვარად დაყოფილია იმისთვის, რომ რეცხვის პროცესში საჭირო საშუალება მოხვდეს. სარეცხი საშუალებები შერევისგან დაცულია და თავის ფუნქციას სრულყოფილად ასრულებს.განყოფილება, რომელსაც აქვს ნიშანი ციფრი 1 ან ასო A, წინასწარი რეცხვისთვის არის განკუთვნილი. ამ რეჟიმში ტანსაცმელს ცოტა ხნით საპნიან წყალში ალბობთ.წინასწარი რეცხვა სჭირდება ნივთებს, რომელთაც ძველი და რთულად ამოსაყვანი ლაქები აქვს. სტანდარტული სარეცხი საშუალების გარდა შეგიძლიათ მათეთრებელი ან ლაქების ამომყვანი დაუმატოთ, ოღონდ მხოლოდ ფხვიერი.ციფრი 2–ით ან ასო B–ით აღნიშნული განყოფილება მთავარი რეცხვისთვის გამოიყენება. აქ, ფხვნილთან ერთად დამხმარე საშუალებებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ განყოფილებას რეცხვის ყველა რეჟიმისთვის იყენებენ. გამონაკლისი: თუ ფხვნილს უშუალოდ დოლურას უმატებთ.ფიფქით აღნიშნული განყოფილება თხევადი სავლებისა და კონდიციონერისთვის არის განკუთვნილი. მანამ გაავსეთ, სანამ მანქანა ნივთების გავლებაზე გადავა. თუ რეცხვის დაწყებამდე მისი დამატება დაგავიწყდათ, არ ინერვიულოთ. უჯრა რეცხვის დროს თავისუფლად შეგიძლიათ გამოწიოთ, სარეცხი საშუალების მიღების შეფერხების გარეშე.ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ინსტრუქციაში წაიკითხოთ, მაგრამ მისი წაკითხვა ყველას არ სურს. 1–ლი და მე–2 განყოფილებიდან შეგიძლიათ სარეცხი მანქანა ნაქაფისგან გაწმინდოთ. საკმარისია, მასში სპეციალური საშუალება მოათავსოთ და ერთ–ერთი რეცხვის რეჟიმი ჩართოთ. პერიოდულად უჯრის გაწმენდა არ დაგავიწყდეთ.