B12 ვიტამინის დეფიციტი სხვადასხვა სიმძიმის მრავალი გართულების განვითარებასთან ასოცირდება. B12 მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, რომელიც ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. როცა ორგანიზმი მის მუდმივ დეფიციტს განიცდის ნერვული უჯრედების დაზიანების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ასევე მოსალოდნელია სიარულის პრობლემები, კუნთების სისუსტე, პარესთეზია. B12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება ყურებში უსიამოვნო სიმპტომით გამოვლინდეს.
„B12 ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად აისახება მიელინის წარმოებაზე – ნერვული ბოჭკოების საიზოლაციო საფარი. მისი დეფიციტის გამო ყურის ნერვების ფუნქციაც ირღვევა“. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ამბობს.
მისივე ცნობით, ადამიანმა შეიძლება ყურებში შუილი იგრძნოს. თავის მხრივ, ასეთმა ხმაურმა შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს – ხშირად პაციენტები ჩივიან, რომ გაუგებარი ზუზუნი, ზარი, პულსირება, სტვენა და მუსიკის ხმა ესმით.
თუ ყურში წარმოქმნილი უსიამოვნო სიმპტომი არ ქრება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ და მიზეზი გაარკვიეთ. ორგანიზმში ვიტამინის დეფიციტი სისხლის ანალიზის შედეგების საფუძველზე დგინდება.