დიაბეტიკებისთვის აკრძალულია – 4 მოულოდნელი პროდუქტი, რომელიც შაქრის დონეს ზრდის

1196

როცა საქმე მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობას ეხება, თავისთავად იგულისხმება, რომ დიაბეტიკებმა ტკბილ სასმელებს და პროდუქტებს თავი უნდა აარიდონ. ამის შესახებ შარლოტა ნორტონმა, ბრიტანელმა ექიმმა თქვა. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, რომ არსებობს უფრო „საოცარი“ კვების პროდუქტები, რომელთაც სისხლში შაქრის დონის გაზრდა შეუძლიათ.მაგალითად, ექიმი ნორტონის თქმით იოგურტი ხილის გემოთი ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია, რომელსაც ნებისმიერ ფასად თავი უნდა აარიდოთ.სხვა პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან მთლიანად უნდა გამორიცხოთ: ჩირი, თეთრი პური და თეთრი ბრინჯი.

„როცა საქმე დიაბეტს ეხება, ხილი ხშირად არასწორად არის გაგებული“ – ამბობს ნორტონი.

ჩირი შესაფერისი არაა მათთვის, ვისაც სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვთ, მაგრამ სხვა ხილი, მაგალითად, ყურძენი შეიძლება „უჯრედისის შესანიშნავი წყარო“ იყოს.

„არ შემიძლია უჯრედისის მნიშვნელობას ხაზი არ გავუსვა, რადგან უჯრედისის მიღება საჭმლის მონელების პროცესს ანელებს და სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში გვეხმარება. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა პარკოსანი, ბროკოლი, ავოკადო და ვაშლი (ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია) უჯრედისის შესანიშნავ წყაროდ ითვლება“ – ხაზს უსვამს ექიმი.

ბრიტანელი ექიმის თქმით, არსებობს პროდუქტები, რომელთა დიდი რაოდენობით მიღებას ნამდვილად გვირჩევს. აქ შედის უცხიმო ხორცი ან ხორცის შემცვლელი მათთვის, რომლებმაც ნაჯერ ცხიმებს და ტრასცხიმებს თავი უნდა აარიდონ. „მათ შესაძლოა ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ ბოსტნეული ჯანსაღი დიეტის საფუძველია“. ბოსტნეული არა მხოლოდ ვიტამინების და მინერალების, არამედ უჯრედისის კარგი წყაროა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს