კოსმეტოლოგის რეცეპტები – როგორ გამოვიყენოთ ჟელატინი ნაოჭების გასაქრობად სახლის პირობებში

1066

დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჟელატინი ნაოჭების მოსაშორებლად და გიზიარებთ სილამაზის რეცეპტებს სახლის პირობებში გამოსაყენებლად. ამ ხელმისაწვდომი საშუალებით კანის პრობლემებს მოიშორებთ.

იცით თუ არა, რომ ბევრ პროფესიონალურ სილამაზის სალონში ჟელატინს ლოყების დასაჭიმად და ორმაგი ნიკაპის გასაქრობად იყენებენ? ყველა დიასახლისისთვის ცნობილი პროდუქტი ბევრ კოლაგენს ანუ სილამაზის ცილას შეიცავს. ეს ნივთიერება არა მხოლოდ ხრტილების და სახსრების ჯანმრთელობას ხელს უწყობს, არამედ თმის, ფრჩხილების და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. დიდი შანსია, რომ ამ მასალის წაკითხვის შემდეგ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში თეთრებად ღირებული პროდუქტი შეიძინოთ და მოიმარაგოთ.

ჟელატინის კრემი ნაოჭების გასაქრობად – რეგულარული გამოყენებისას სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და წვრილი ნაოჭები ქრება. თვითნაკეთი კრემის რეცეპტში ჟელატინი კანს არბილებს და ათეთრებს, მის მდგომარეობას აუმჯობესებს.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 0,5 ჭიქა გლიცერინი
  • 1 გრ სალიცილის მჟავა

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ნარევი წყლის ორთქლზე გადნობამდე შეათბეთ. გააგრილეთ და მუდმივად ათქვიფეთ. საბოლოოდ, ჟელეს მსგავსი მასა გამოვა.მზა კრემი ყოველდღე, დაძინებამდე 2 საათით ადრე გამოიყენეთ. მომზადებულ სუფთა კანზე 20 წუთით წაისვით. კრემის ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ.

მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებით ზუსტად 1 თვის სამყოფ კრემს მიიღებთ. მოვლის საშუალება მაცივარში შეინახეთ.

ანტიასაკობრივი ნიღბები ჟელატინით – შინაურულ ჟელატინის ნიღაბს შესამჩნევი აღმდგენი მოქმედება აქვს, სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და სახის ფერს ათანაბრებს. გარდა ამისა, კანს ჭიმავს და ასწორებს, რბილს და ელასტიურს ხდის.ნებისმიერი ნიღაბი, რომლის შემადგენლობაშიც ჟელატინი შედის, მძიმედ ითვლება, ამიტომ თვალის გარშემო კანზე არ წაისვათ.

ბანანის ნიღაბიs მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ ცხელი წყალი
  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 2 ჩ/კ ბანანის პიურე

ჟელატინი ცხელ წყალში გახსენით. როცა გასივდება, ბანანის პიურე დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ნიღაბი სუფთა კანზე 20 წუთით წაისვით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თაფლის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 4 ს/კ გლიცერინი
  • 2 ჩ/კ თაფლი
  • 2 ჩ/კ ჟელატინი
  • 8 ს/კ ცხელი წყალი

გლიცერინი, თაფლი, ჟელატინი და 4 ს/კ წყალი აურიეთ. ნარევი სუსტ ცეცხლზე შეათბეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი არ გაიხსნება. მუდმივად აურიეთ. ამის შემდეგ დარჩენილი წყალი დაუმატეთ. სითხე სტერილურ ხრახნიან ჭურჭელში გადაიტანეთ. კოსმეტიკური საშუალება მაცივარში შეინახეთ.ნიღაბი წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი გამოიყენეთ.

ჟელატინის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში წვრილ ნაოჭებს მოიშორებთ, კანს ახალგაზრდობას და სილამაზეს აჩუქებთ. ეს ყველაფერი ძვირადღირებული სილამაზის პროცედურების და პრეპარატების გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს