ხელის სკრაბი, რომელიც კანს სულ რაღაც ერთ წუთში აახლებს

925

შემოდგომის დადგომისთანავე არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას, არამედ კანის მგრძნობიარე ნაწილებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.ხელის სიმშრალე წლის ცივ სეზონზე ერთ–ერთი საზრუნავია. ეს უსიამოვნო შეგრძნებაა, რომლის სწრაფად მოშორება გვსურს. მარტივი საქმე არაა, რადგან ჭურჭლის გარეცხვა, სახლის დალაგება და გარეცხვა გვიწევს. ბოლოს და ბოლოს, წიგნების ფურცვლა. შინაურული ხელის სკრაბი დაგეხმარებათ.Vivien–მა იცის, როგორ აღადგინოს ხელის კანი და ძველებური სინაზე და სირბილე დაუბრუნოს. გიამბობთ რომელი ფაქტორები ახდენს დამღუპველ გავლენას ხელზე. ასევე გიზიარებთ ხელის სკრაბს, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად მოამზადებთ. აგიხსნით, როგორ შეინარჩუნოთ შედეგი სკრაბის გამოყენების შემდეგ.

ფაქტორები, რომლებიც ხელის კანის სიმშრალეს იწვევენ

ამინდი – ტემპერატურის ცვლილებები, ქარი და სიცივე კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ის უხეში, წითელი ხდება და სკდება.

საყოფაცხოვრებო ქიმია – სარეცხი და საწმენდი საშუალებები ეპიდერმისის გარე ფენას თანდათან აზიანებს, ბუნებრივ საფარს აქრობს. ეს კანის ჭარბ სიმშრალეს, გაღიზიანებას, დახეთქვას, დერმატიტს და ალერგიულ ლაქებს იწვევს. სწორედ ამიტომ, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებისას ხელთათმანები აუცილებლად უნდა გეკეთოთ.

კვება – არასწორი კვება შეიძლება კანის საფარის მთლიანობის დარღვევის მიზეზი გახდეს.

სუსტი მოვლა ან მისი არ ქონა – არასწორად შერჩეული მოვლა ან მისი არ ქონა გაუწყლოებას, ნაადრევ დაბერებას და უფრო სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

სწრაფად მოქმედი ხელის სკრაბი – ხელის კანს, როგორც მთელ ტანს, სკრაბით დამუშავება სჭირდება. ასე კანს ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს მოაშორებთ, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ. სკრაბის გამოყენების შემდეგ მკვებავი კრემი კანის ღრმა ფენებში ღრმად აღწევს და მისი ზემოქმედება უფრო ეფექტური ხდება. ხელის სკრაბი მოამზადეთ, რომ თქვენი კანი კვლავ რბილი და ხავერდოვანი გახდეს.

დაგჭირდებათ:

  • ზეითუნის ზეთი
  • შაქარი

მომზადების წესი:

  1. ზეითუნის ზეთი და შაქარი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ფაფა ხელისგულებით აურიეთ. შემდეგ მსუბუქი მასაჟური მოძრაობით ხელის მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ. თითებს შორის ზონას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. კოსმეტიკური ხელთათმანი გაიკეთეთ.
  2. პროცედურის შემდეგ ხელი დაიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ.

როგორ შევინარჩუნოთ ეფექტი სკრაბის გამოყენების შემდეგ

  • ბევრი წყალი დალიეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ კვება დაბალანსებული იყოს.
  • ხელები თბილ წყალში დაიბანეთ, რადგან ის კანზე უფრო ნაზად მოქმედებს, ვიდრე ცხელი ან ცივი წყალი.
  • დამატენიანებელი ზეთი გამოიყენეთ, კიდევ უკეთესია – თხევადი საპონი. როგორც წესი, კანს ნაკლებად აშრობს.
  • სახლში საქმე რეზინის ხელთათმანში შეასრულეთ.
  • ცივ სეზონზე ხელთათმანი ატარეთ.
  • მანიკური რეგულარულად გაიკეთეთ.

როგორც ხედავთ, ხელის სკრაბის გაკეთება მარტივია, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების დაცვა სირთულეს არ წარმოადგენს. გახსოვდეთ: ხელები ქალის ნამდვილ ასაკს პირველი ააშკარავებს. ამ წესის შეცვლას მხოლოდ სწორი მოვლის პირობებში შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს