სურდოს დასაწყისი – როგორ ავიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები

1963

თუ სურდოს შემოტევას გრძნობთ, ორგანიზმს შეგიძლიათ ინფექციებთან უკეთ ბრძოლაში დაეხმაროთ.თავიდან სურდო უვნებელი ჩანს – ყელის მსუბუქ ტკივილს, გაურკვეველ დისკომფორტს და ხველას ვგრძნობთ. ამის შემდეგ ხველა და სიმპტომები უფრო გამოხატული ხდება. ბრიტანელი ფარმაცევტი ჯულია გერინი გიამბობთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ სურდოს დასაწყისში, რომ სერიოზულად არ გართულდეს.

  • შხაპი. ფარმაცევტის თქმით, ამ მომენტში ორთქლის შხაპი ან ცხელი აბაზანა ეფექტური საშუალებაა, რომ ორგანიზმს სურდოსთან ბრძოლაში დაეხმაროთ. ორთქლი დაავადებულ კუნთებს ადუნებს, სინუსებს ატენიანებს, ცხვირის გაჭედვას ამცირებს.
  • ეთერზეთი. აბაზანის მიღებისას შეგიძლიათ პიტნის ზეთი გამოიყენოთ. ეს თავის ტკივილს ამცირებს, სასუნთქ გზებს ათავისუფლებს.
  • ექინაცეა. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სურდოს საწყის სტადიაზე, როცა ყელი ოდნავ გვეფხანება, ზოგიერთი ადამიანი მისი მიღების შემდეგ გაუმჯობესებას გრძნობს.
  • ყელის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. გერინი გირჩევთ, რომ ყელში თბილი მარილიანი წყალი დღეში რამდენჯერმე გამოივლოთ. ასე ნახველს გაათხელებთ და ბაქტერიულ დატვირთვას შეამცირებთ. თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, პარაცეტამოლის ხსნარის ყელში გამოვლება სცადეთ, ასე ტკივილს შეამცირებთ.
  • ცხელი სითხეები. პრაქტიკულად ნებისმიერი ცხელი სითხე ორგანიზმს ლორწოს და მასთან ერთად ვირუსის გამოდევნაში ეხმარება. ფარმაცევტი გირჩევთ, რომ სურდოს დროს ქათმის წვნიანი, ცხელი წყლის, კოჭის და ლიმონის სასმელი აქტიურად მიიღოთ.
  • ჰიდრატაცია. გერინი განმარტავს, რომ წყალი ვირუსული ინფექციებისგან წარმატებულ გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასეთ მომენტში საკმარისი რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ. წყალი ნახველს ათხელებს და დაკარგულ სითხეს ავსებს, რომელსაც ორგანიზმი ცხელების გამო კარგავს.
  • კვება. ბევრი პრებიოტიკის მიღება – მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, კაკალი და თესლი იმუნურ სისტემას კარგ მხარდაჭერას უწევს და სურდოსთან ბრძოლაში ეხმარება. C ვიტამინი დაგეხმარებათ, რომ სურდოს სერიოზული განვითარება შეაფერხოთ და მისი ხანგრძლივობა შეამციროთ.
  • ცხვირის სინუსების ინფექციების პრევენცია. ფარმაცევტი განმარტავს, რომ თუ სურდოს სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს გრძელდება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სინუსების ინფექციად გადაიზარდა. სიმპტომების სრულად გასაქრობად შეიძლება 3 კვირა დაგჭირდეთ.

“სინუსების ინფექციების თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი ცხვირი დატენიანებულია და გამომშრალი არაა. ორგანიზმი დღის განმავლობაში კარგად დაატენიანეთ, რომ ნახველი ფხვიერი დარჩეს და კარგად გამოიდევნოს”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს