ბრიტანელმა ექიმებმა დიაბეტის 3 „ჩუმი“ ნიშანი დაასახელეს. ამის შესახებ Express წერს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ადამიანებს ხშირად დიაბეტის განვითარებაზე ეჭვი არ ეპარებათ, რადგან ზოგიერთი პირველი ნიშანი ამ დაავადებას არ უკავშირდება.
პირველი ასეთი ნიშანი ფეხის და თითების ჩხვლეტაა. ეს ნერვული დაბოლოებების დაზიანებას უკავშირდება, რაც სისხლში გლუკოზის მაღალი დონით არის გამოწვეული. მეორე სიგნალი კანის უმიზეზო და ხშირი ქავილია. მესამეა, კვანძების და ჩალურჯების გაჩენა, რომელსაც შესახორცებლად ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება.
ყველა ამ შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც უკავშირდებოდეს. კერძოდ, შეიძლება ადამიანის რაციონში ნახშირწყლების დიდი რაოდენობით იყოს გამოწვეული.
„თუ ამ შეუმჩნეველი სიმპტომებიდან რომელიმე გაქვთ, დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა სცადეთ, რომელიც ცილებსა და ფურცლოვან ბოსტნეულზე იქნება დაფუძნებული. ასევე ტკბილ სასმელებზე უარი თქვით და დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში დალიეთ, რომ შეამოწმოთ, სიმპტომები გაქრება თუ არა“ – აღნიშნავენ ექსპერტები.