დიეტოლოგის აზრით პურის დღიური ნორმა ქალებისა და კაცებისთვის განსხვავებულია

1073

ექიმი გირჩევთ, რომ გარკვეული რაოდენობის პური მიირთვათ და მავნე პროდუქტად არ მიიჩნიოთ.

დიეტოლოგი ნატალი კრუგლოვი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ რაციონში უხეშად დაფქული ფქვილით მომზადებულ პურს უპირატესობა უნდა მიანიჭოთ. „ეს პროდუქტი ნახშირწყლების, საკვები ბოჭკოების, B ჯგუფის ვიტამინების და მაგნიუმის წყაროა“

ექიმი აზუსტებს, რომ პურის დღიური ნორმა ქალებსა და კაცებში განსხვავებულია.

„კაცებისთვის ეს ზუსტად 150-200 გრ პურია, ხოლო ქალებისთვის დაახლოებით 100-150 გრ“.

მისი თქმით, ბავშვებისთვის დღეში 50-60 გრ პურის მირთმევა საკმარისია.

მოსაზრებას, რომ უსაფუარო პური საფუარიან პურზე სასარგებლოა, დიეტოლოგი უსაფძვლოდ მიიჩნევს და ამ მტკიცებულებას მარკეტინგულ ხრიკს უკავშირებს.

თეთრი პურის დემონიზირებაც არ ღირს. პროდუქტი რაფინირებული ნახშირწყლების მდიდარი წყაროა და დიაბეტიკების და ჭარბწონიანი ადამიანების რაციონში არ ჯდება, თუმცა ჯანმრთელ ადამიანს არ აზიანებს, თუ დღიური რაციონის მთლიან კალორიულობას გაითვალისწინებთ. ასეთი პროდუქტი დაღლილობის, სისუსტის, ჰიპოგლიკემიის და ტვინის აქტივობის დაქვეითებისას შეიძლება სასარგებლო იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს
  • საკვანძო სიტყვები
  • პური