ლარისა შესტაჩენკო, კოლორისტი და სტილისტი, განმარტავს, თუ რას უკავშირდება ჭაღარა თმის გაჩენა და როგორ უნდა მოუაროთ თმას.ექსპერტის თქმით, ჭაღარა თმა აუცილებლად სიბერის დაწყების ნიშანი არაა. ამ პროცესში მემკვიდრეობითი ფაქტორი, სტრესული სიტუაციები და ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.თმის „ფერის“ შენარჩუნებაში დასვენების და კვების რეჟიმიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვეულებრივ, არასაკმარისი და ცუდი ძილი, ასევე შეზღუდული კვების რაციონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტებს და ვიტამინებს არ შეიცავს, დიდ გავლენას ახდენს.
გარდა ამისა, ექსპერტი განმარტავს, რომ ჭაღარა თმის გაჩენისას თმის მოვლის საშუალებები უნდა შეცვალოთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საღებავი პიგმენტის არ არსებობას თმის ბოჭკოების ცვლილებები, სიმშრალე და მტვრევადობა ახლავს.„თუ ჭაღარა თმის პირველი ღერები შენიშნეთ, თქვენი თმის ჯანმრთელობასა და გამოკვებაზე იზრუნეთ. აუცილებელი არაა გამოიყენოთ საშუალებები „ჭაღარა თმისთვის“. კარგი დამატენიანებელი შამპუნი საკმარისია“ – გირჩევთ სპეციალისტი.