თრომბის 4 ნიშანი ხელზე, რომლის შესახებ ექიმს სასწრაფოდ უნდა შეატყობინოთ

1708

თრომბის რამდენიმე ნიშანი და სიმპტომი არსებობს. მათი დანახვა მნიშვნელოვანია, რადგან სისხლის შედედებას ღრმა ვენების თრომბოზის გამოწვევა შეუძლია. ეს შეიძლება სახიფათო იყოს და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვდეს.თავის ტვინში არტერიული შედედება ინსულტს იწვევს. სისხლი შეიძლება გულის არტერიებშიც შედედდეს და გულის შეტევა გამოიწვიოს.ჯანმრთელობის ცენტრში Stop the Clot ხელებსა თუ ფეხებზე თრომბის რამდენიმე ნიშანს ასახელებენ.მათ მიეკუთვნება შეშუპება, ტკივილი ან სინაზე, რომელიც ტრავმით გამოწვეული არაა, შესაგრძნებად თბილი კანი, ასევე სიწითლე და კანის ფერის ცვლილება.

„ამ ნიშნების და სიმპტომების ამოცნობით საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებთ. თუ ეს ნიშნები ან სიმპტომები გაქვთ, ექიმს რაც შეიძლება სასწრაფოდ მიმართეთ. შედედებული სისხლი ხელებსა თუ ფეხებზე ვენებს ბლოკავს, ისინი შეიძლება მოწითალო ან მოლურჯო იყოს“ – განმარტავს WebMD.

თქვენი კანი შეიძლება სისხლძარღვების დაზიანების შედეგად გაუფერულებული დარჩეს. თრომბოემბოლიამ შეიძლება კანი ფერმკრთალი, მოლურჯო და წებოვანი გახადოს.ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად თრომბის ნიშნები მეტყველებაშიც შეინიშნება. ეს ნიშნები მოიცავს „მეტყველების ან მეტყველების გაგების პრობლემებს, რომლებიც შესაძლო ინსულტზე მიუთითებს“.ზოგიერთი რისკფაქტორი ზოგიერთ ადამიანებში თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის.სისხლის შედედება ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით 65 წელს ზემოთ ადამიანებში უფრო ხშირდება. უფრო მეტიც, თუ თრომბოზის ოჯახური ისტორია გაქვთ, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს