არტერიული წნევის გასაზომად ტონომეტრი ან სხვა ხელსაწყო არ გჭირდებათ

1166

ტონომეტრი არტერიული წნევის საზომი ხელსაწყოა, რომელიც სახლში ყველას აქვს, ვისაც ჰიპერტონია ან ჰიპოტონია აწუხებს. სხვებს, ვისაც არტერიული წნევის პრობლემები არ აწუხებთ, საზომი ინსტრუმენტი არ აქვთ. ზოგჯერ შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც ტონომეტრი ხელთ არ გაქვთ. ამ შემთხვევაში წნევის გასაზომად Vivien მარტივ მეთოდებს გთავაზობთ. დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ!შეგახსენებთ, რომ ამ მეთოდით ზუსტი მაჩვენებლების დადგენა გაგიჭირდებათ, მაგრამ მიხვდებით ნორმალური, მაღალი თუ დაბალი წნევა გაქვთ.

წნევის გაზომვა ტონომეტრის გარეშე

  1. პირველ რიგში, სკამზე დაჯექით და ზურგით მიეყრდენით.
  2. დამშვიდდით და მშვიდად ისუნთქეთ.
  3. წინამხრის არტერიას თითი დაადეთ და პულსი გაიზომეთ.
  4. გახშირებული პულსი მაღალ არტერიულ წნევას ნიშნავს, შენელებული – დაბალ წნევას.
  5. არტერიაზე ხელის შეხებისთანავე გაარკვევთ, როგორი წნევა გაქვთ. მკვრივი არტერია მაღალი წნევის ნიშანია, რბილი – დაბალი წნევის.

კიდევ ერთი მეთოდი წნევის გასაზომად – მაღალი წნევის დროს ადამიანს საფეთქლების ტკივილი და ამ არეში თავის შეკუმშვა აწუხებს. ამ დროს შეიძლება თავბრუსხვევა იგრძნოთ და ცხვირიდან სისხლი წამოვიდეს. ზოგჯერ ხელის კანკალს და შფოთვას იწვევს.დაბალი არტერიული წნევის დროს თავის ტკივილი კეფის არეში იგრძნობა. შეიძლება ახლდეს დაღლილობა, ძილიანობა, ღებინება.მას შემდეგ, რაც გაიგებთ, როგორი წნევა გაქვთ, შეგიძლიათ შესაბამისი მედიკამენტი მიიღოთ. და მაინც, ყოველთვის სჯობს სახლისთვის ტონომეტრი შეიძინოთ და არტერიული წნევის ზუსტი მაჩვენებელი გაიგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს