დიეტოლოგი გაფრთხილებთ, რომ მზესუმზირის რეგულარული მიღება იმუნიტეტისთვის საფრთხის შემცველია

733

დიეტოლოგ ნატალია სიჩევას თქმით, მზესუმზირას თესლით გატაცებამ შეიძლება იმუნურ სისტემას ზიანი მიაყენოს.

სიჩევა ერთ–ერთ ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ არ იძლევა მზესუმზირას თესლის მიღების რეკომენდაციას. დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ის ძალიან ბევრ ნახევრად უჯერ ომეგა 6 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ისედაც დიდი რაოდენობით იღებს. თავის მხრივ, თესლი სასარგებლო ომეგა 3 ცხიმოვან მჟავასაც შეიცავს, მაგრამ მისი რაოდენობა უმნიშვნელოა. გამოდის, ეს ორი მჟავა დაბალანსებული არაა.

„მათი თანაფარდობის დარღვევამ შეიძლება იმუნიტეტსა და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე გავლენა მოახდინოს.“

მზესუმზირას თესლის რეგულარულად და აქტიურად მიღება იმუნურ სისტემას აზიანებს, აჯამებს დიეტოლოგი.

მისი თქმით, მზესუმზირას თესლის ნაცვლად სჯობს გოგრის თესლი მივირთვათ, რომელიც ბევრ მაგნიუმს შეიცავს და სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს