ქათმის ხორცი კარტოფილთან ერთად ქილაში რამდენიმე მიზეზით კარგია. პირველ რიგში, მხოლოდ საკუთარ წვენში მზადდება. ზედმეტი ცხიმი არ სჭირდება. მეორეც, წვენს წასასვლელი არსად აქვს, ამიტომ ბოსტნეული და ხორცი მის წვენში კარგად იჟღინთება. მესამეც, არაფერი დაიწვება.
ქათმის ხორცი კარტოფილთან ერთად ქილაში
ინგრედიენტები:
- 1,5-2 კგ ქათმის ხორცი
- 1 დიდი ხახვი
- 3-4 კბილი ნიორი
- კარტოფილი, ბულგარული წიწაკა ან სხვა ბოსტნეული გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა და სანელებლები ქათმისთვის შესაფერისი
- დაფნის ფოთოლი
- მარილი
- სამლიტრიანი ქილა
- საკვები ფოლგა
მომზადების წესი:
1. ბულგარული წიწაკა ზოლებად დაჭერით, ხახვი რგოლებად, ნიორი მსხვილ ნაჭრებად და კარტოფილი სურვილისამებრ. სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ დაუმატოთ. გამოგადგებათ კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი, ტკბილი წიწაკა, შავქლიავი, ხმელი თეთრი სოკო და ფორთოხლის ან ლიმონის ნაჭრები. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
2. ქათმის გულმკერდი პატარა ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ. საყვარელი სანელებლები სურვილისამებრ დაუმატეთ.
3. ქათმის ხორცი და სანელებლები ხელით კარგად აურიეთ.
4. ქათმის ხორცი და ბოსტნეული ქილაში ფენებად ჩააწყვეთ. ამასთან, უფრო მშრალი ხორცი ქილის ძირში ჩადეთ.
5. ქილას ფოლგა დააფარეთ.
6. ცივ ღუმელში ჩადეთ. ეს მნიშვნელოვანია, რომ ქილა თანდათან გათბეს და არ გასკდეს. ამავე მიზეზით ღუმელის კარი მომზადებისას არ გააღოთ. მომზადების დასრულებისთანავე ღუმელის კარი არ გააღოთ. 15-20 წუთით მოიცადეთ.180 გრადუსზე 1,5 საათით თუშეთ.
7. ქათმის წვენი ქილის ზემოთ ამოვა და თავისი არომატით ყველაფერს გაავსებს. შედეგად, ხორციც და ბოსტნეულიც რბილი და ნაზი გამოვა. რთულია, რომ კერძის მომზადებას დაელოდოთ. გამოცდილი დიასახლისის თქმით, მისი გემო უბრალოდ შეუდარებელი გამოდის და ვერც ერთი საცხობი პარკი მას ვერ შეედრება.
8. გემრიელად მიირთვით და ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!
ქათმის ხორცი შავქლიავით და ვაშლით ფარშირებული გემოების სიმფონიით სასიამოვნოდ გაგაოცებთ და ოჯახის წევრებს გაახარებს.