გოგრის კექსს ბებიის რეცეპტით ღუმელში ვაცხობ. მახსოვს, ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი, ბებია კი მუსიკალური სკოლის წინ სკამზე მელოდა.შემდეგ შემოდგომის სკვერში ფერად ფოთლებს და წაბლს ვაგროვებდით. სახლში ჩაის ასეთ კექსს ვაყოლებდით და ბუნების საჩუქრებით აღფრთოვანებულები ვიყავით, რითაც შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდით.დარიჩინის, ცოტა ილის სუნი ასდიოდა, ჰაერშიც მყუდროების და სითბოს ატმოსფერო იქმნებოდა. ეს კექსი განსაკუთრებულია, რადგან ბავშვობის მოგონებებს მახსენებს. ასევე შემოდგომის სევდის გასაქარვებლად იდეალურია. კაშკაშა, არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი!დღეს Vivien გიზიარებთ გოგრის კექსის მომზადების ინსტრუქციას. ბუხართან ჩაიზე მყუდრო შეკრებისთვის!
გოგრის კექსი ღუმელში გამომცხვარი
ცომის ინგრედიენტები:
- 200 გრ გოგრის პიურე
- 1 კვერცხი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 190 გრ შაქარი
- 10 გრ ვანილის შაქარი
- 60 გრ მცენარეული ზეთი
- 200 გრ ფქვილი
- 0,5 ჩ/კ დარიჩინი
- 100 გრ ნიგოზი (დაფქული)
- მწიკვი დაფქული დარიჩინი
- მუსკატის კაკალი და ილი დანის წვერით
- მწიკვი მარილი
განაშეს ინგრედიენტები:
- 100 გრ კარამელის შოკოლადი
- 50 გრ 33%–იანი ნაღები
- ცხიმში ხსნადი საღებავი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- კომფორტულ თასში კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ. ხელით ათქვეფაც შეგიძლიათ.
- გოგრა წინასწარ გამოაცხვეთ, შემდეგ დააბლენდერეთ, რომ პიურე მიიღოთ. კვერცხის მასას გოგრის პიურე და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
- ნიგოზი ნაფშვენის მიღებამდე დააბლენდერეთ. ფქვილს გამაფხვიერებელი აურიეთ. სანელებლები, დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ და აურიეთ. თხევადი და მშრალი მასები კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- კექსის საცხობ ფორმას (მაგალითად, 20 სმ დიამეტრის) ზეთი წაუსვით და ცომი ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
- სანამ კექსი გრილდება, განაშე მოამზადეთ. შოკოლადი კარაქის ნაჭრებთან ერთად უბრალოდ მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ ან ასე მოიქეცით: შოკოლადის ფილა მაღალ ჭიქაში ჩადეთ. ნაღები 80 გრადუსამდე შეათბეთ. ნაღები შოკოლადს დაასხით, ასე 1 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.შოკოლადის მასა ოდნავ გააგრილეთ, შემდეგ საჭირო ფერის საკვები საღებავი დაუმატეთ და დააბლენდერეთ. განაშეს პარკი დააფარეთ და 10 წუთით სტაბილიზაციისთვის გააჩერეთ.
- ცივ კექსს განაშე მოასხით. თქვენი გემოვნებით და სურვილით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!
თუ სურნელოვანი გოგრის კექსი ღუმელშია, გამოდის სახლში ოჯახური ჩაის სმა და თბილი საუბრები გველის! მთელი გულით გირჩევთ, რომ ამ არომატული დესერტის მოსამზადებლად დრო გამონახოთ. მისი დახმარებით ამინდის მიუხედავად თბილ და ზღაპრულ შემოდგომას 1000%–ით შეიგრძნობთ.