რატომ არის სახიფათო ვადაგასული ყველის მიღება? ამის შესახებ დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი გიამბობთ.
სპეციალისტის სიტყვებით, ასეთი პროდუქტი მისაღებად უსაფრთხო არაა. ყველი, რომელზეც ობი გაჩნდა, სჯობს სანაგვე ყუთში გადააგდოთ. ექიმი გაფრთხილებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია საკვებით მოწამვლა, რასაც კუჭის მიკროფლორაზე პროდუქტის ტოქსიკური ზემოქმედება იწვევს. ამასთან ექსპერტი აღნიშნავს, რომ ასეთი ობი საკვებად ვარგის სახეობაში არ უნდა აგერიოთ.
„საყოფაცხოვრებო ობს საკვებ ობთან საერთო არაფერი აქვს. მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვებით მოწამვლა, რომელიც მწვავე ფორმაში შეიძლება არ გამოვლინდეს, არამედ გვერდითი ეფექტებით“ – ამბობს დიეტოლოგი.
გარდა ამისა, დიეტოლოგი ყველის შენახვის რეკომენდაციებსაც იძლევა. სჯობს მაცივარში შეინახოთ და 1 კვირის გასვლამდე მიირთვათ.