ექიმის თქმით, მცენარეული დამამშვიდებლები საფრთხის შემცველია

419

რა საფრთხეს შეიცავს დამამშვიდებელ საშუალებად ბალახების მიღება? ამის შესახებ იმუნოლოგი ანა შულიაევი გიამბობთ.

სპეციალისტი განმარტავს, რომ ასეთი საშუალების მიღებისას გავრცელებული შეცდომაა დოზის არ დაცვა ან გახანგრძლივებული მიღება. ექიმი გაფრთხილებთ, რომ მცენარეული საშუალება უსაფრთხოს არ ნიშნავს. ორგანიზმში ერთი შეხედვით სასარგებლო ნივთიერების მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სამკურნალო ბალახების გარკვეული დოზები არსებობს, რომლებიც წამლის სარგებლის მიხედვით მილიგრამებით გამოითვლება. გარდა ამისა, ასეთი დამამშვიდებელი საშუალებებიც ექიმმა უნდა გამოგიწეროთ ინდივიდუალური წესით, იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა და სიმპტომები გაწუხებთ“ – ამბობს ექსპერტი.

მცენარეული საშუალებების დამოუკიდებლად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ტოქსიკური მოწამვლა და ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძილიანობა, მოთენთილობა და ღებინება.