კარდიოლოგი ანა კორენევიჩი აღნიშნავს, რომ საკვებში გარკვეული მცენარეული ზეთის მიღება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას ახდენს.
„40 წლის შემდეგ რაციონში მცენარეული ზეთები უნდა ჩართოთ“ – გვიზიარებს კარდიოლოგი თავის მოსაზრებას.
ზეითუნის, სელის და კანაფის ზეთები ნახევრად უჯერი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მდიდარი წყაროა. როგორც იცით, ომეგა 3 სისხლძარღვების სისტემაზე დადებით და გამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს. კერძოდ, მისი მიღება სასარგებლოა, როცა მაღალი ქოლესტერინის პრობლემები გაქვთ.
„თუ სისხლში არც თუ ისე კარგი ქოლესტერინი გაქვთ, ომეგა 3–ის მიღებაზე აქცენტის გაკეთება რეკომენდებულია“.
კორენევიჩი აზუსტებს, რომ 40 წლის შემდეგ ასეთი ცხიმოვანი მჟავები მთლიანობაში სასარგებლოა, თუნდაც სისხლში ქოლესტერინი ნორმაში იყოს. მისი ადეკვატური მიღება ანთების დაბალ რისკთან ასოცირდება, რაც გულის, სისხლძარღვების ქსოვილების, კანის დაზიანებისგან დაცვის უნარს აუმჯობესებს.
სპეციალისტი თვლის, რომ შუა ასაკში რომელიმე კონკრეტული ნუტრიენტის, ვიტამინის, მინერალის დეფიციტის ალბათობა ექიმთან უნდა შეამოწმოთ და მისი მარაგი აუცილებლობის შემთხვევაში შეავსოთ.