სისუფთავის საიდუმლოებები: როგორ დავალაგოთ სახლი იაფი საშუალებებით

1074

ბევრისთვის, ალბათ ნაცნობია სიტუაცია, როცა სამზარეულოში ჩაის დასალევად შეხვედით, ხოლო 2 საათში გონს ხელში ჩვრით მოხვედით. რეჟიმი „დიასახლისი“ ნებისმიერ მომენტში ირთვება, ოღონდ ყველა აუცილებელი საშუალება დასალაგებლად ყოველთვის არ გვაქვს. ხან სარეცხი საშუალება დამთავრდა, ხან ჩვარი არ გვაქვს. ხან მაღაზიაში წასვლა არ გვსურს, ხან გარეთ უკვე ღამეა. Vivien გიზიარებთ სისუფთავის საიდუმლოებებს, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს.პატარა ხრიკები იაფი საშუალებების გამოყენებით სახლის ბზინვარებამდე გაწმენდაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ საქმეში შეგიძლიათ ნარჩენები ჩართოთ. მაგალითად, ვაშლის ან კარტოფილის ნათალი. თუ საყოფაცხოვრებო ქიმიაში ფულის გადაყრა მოგბეზრდათ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ. ბევრი რჩევა აღმოჩენა გახდება.

შინაურული სისუფთავის საიდუმლოებები

როგორ მოვაშოროთ ნადები და ნაქაფი

  1. ქვაბის შიდა კედლებზე მუქი ნადები ხშირად რჩება. მის მოსაშორებლად ქვაბში წყალი ჩაასხით და ვაშლის ან მსხლის ქერქი დაუმატეთ. რამდენიმე წუთით აადუღეთ. ზედაპირი სწრაფად გაიწმინდება.
  2. ფიქრობთ, როგორ გარეცხოთ საყვარელი ყავის სახარში? ყველაფერი მარტივია. 1 ჭიქა წყალი, 2 ს/კ მარილი და ნახევარი ჭიქა დაქუცმაცებული ყინული ყავის აპარატში მოათავსეთ და 10 წუთით კარგად ანჟღრიეთ. ამის შემდეგ წყალი გაავლეთ.
  3. თუ სამოვარიში მომზადებულ ჩაის აფასებთ, იცით, რამდენად რთულია ამ მოწყობილობის გაწმენდა. ამ მარტივ საქმეში კარტოფილის ნათალი დაგეხმარებათ. რეგულარულად სამოვარაში აადუღეთ. წყლისა და 1 მუჭა შაქრის ადუღებაც ეფექტურია.
  4. სოდა ყვავილის ლარნაკის და ქოთნის ნადებს ეფექტურად უმკლავდება. მისი რბილი აბრაზიული თვისება ზედაპირს ნაზად წმენდს.
  5. ჩაიდანსაც პერიოდულად წმენდა სჭირდება. ამისთვის წყლის და ძმრის ხსნარი მოამზადეთ. 1 ლ წყალზე რამდენიმე კოვზი ძმარი. ჩაიდანში ჩაასხით, აადუღეთ, წყალი გაავლეთ. ძმარი 20 გრ ლიმონმჟავით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

როგორ მოვაშოროთ ლაქები

  1. მაცივრის და გამუქებული პლასტმასის გაწმენდაში წყალბადის ზეჟანგის, სოდის და საპნის ნარევი დაგეხმარებათ. დამუშავების შემდეგ ტექნიკა ძველებურ სიქათქათეს დაიბრუნებს. ნარევი უსიამოვნო სუნს, სოკოს და მიკრობებს ანადგურებს.
  2. სარკე ზოლების გარეშე რომ გაწმინდოთ, სპეციალური საშუალების შეძენა საჭირო არაა. ზედაპირს წყალბადის ზეჟანგი შეაფრქვიეთ და სუფთა მშრალი ჩვრით გაწმინდეთ.
  3. მუდმივად ვოფლიანობთ, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. აი, ტანსაცმელზე ოფლის ყვითელი ლაქების მოშორება შეიძლება. წყალბადის ზეჟანგით და სოდით ფაფა გააკეთეთ, ოფლის ლაქებს წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ სუფთა წყალი გაავლეთ.
  4. თუ სუფრის აქსესუარები გამუქდა, შინაურულ ბურახში 1 საათით ჩადეთ. შემდეგ ჩვრით გააპრიალეთ. ახალივით იბრწყინებს.
  5. ოქროს ნაწარმს ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებთ, თუ წყალბადის ზეჟანგისა და ნიშადურის სპირტის (1:1) ნარევს გამოიყენებთ.

სახლის დალაგების ხალხური მეთოდები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ყველაფერი იმიტომ, რომ თითოეული მეთოდი ეფექტურად მოქმედებს და არასდროს გიღალატებთ. ასე რომ, აუცილებლად ჩაინიშნეთ და მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს