შემოდგომიდან გაზაფხულამდე იმუნიტეტის გასაძლიერებლად დამხმარე საშუალებას ვამზადებ

1101

ცივ სეზონზე ბევრს ახსენდება, რომ იმუნიტეტის გაძლიერება ცუდი არაა. განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის ამბები არ ცხრება. ყველაზე ხშირად ამოსოვის პასტა გვახსენდება – გამოცდილი მეთოდი გულის გასაძლიერებლად და განწყობის გასაუმჯობესებლად. ეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ერთადერთი საშუალება არაა. თან უნივერსალური არაა.ყველასთვის ცნობილი კაკლის და ჩირის პასტა ბევრ თაფლს შეიცავს. თაფლი შაქარზე ბევრად სასარგებლოა, მაგრამ ძლიერი ალერგენია. თან მისი გემო, ზოგჯერ ჩირების პასტის გემოც ყველას არ მოწონს. Vivien გიამბობთ, რომელი ალტერნატიული პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ასევე მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

ნარევის რეცეპტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

აქ, თაფლს, კაკალს და ჩირს ვერ იპოვით. მათ ნაცვლად ლიმონი–კოჭა–ლაიმის კომბინაცია დაგხვდებათ. ამოსოვის პასტისგან განსხვავებით უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს და სურდოს დაავადებებისგან შესანიშნავად გვიცავს.

ლაიმის და ლიმონის სარგებელი: რაშია განსხვავება – ბევრისთვის ლაიმა და ლიმონი ერთი და იგივეა. ორივე ახლო მონათესავე ციტრუსია, მაგრამ ორგანიზმზე მათი მოქმედება ძლიერ განსხვავდება.

ლაიმა 5-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს. წარმოგიდგენიათ? არადა ასკორბინის მჟავის შემცველობით ლიმონი რეკორდსმენად ითვლებოდა! გარდა ამისა, ლაიმა ორგანიზმის აღსადგენად მნიშვნელოვან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.თავის მხრივ, ლიმონი შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავას, პექტინს და C, B, PP, E ვიტამინებს. ტოქსინებს გამოდევნის და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ამასთან არც ისეთი მწარე და მჟავეა. ორივე ციტრუსი ერთად იმუნიტეტის ძლიერ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

კოჭის სარგებელი – ცოტამ თუ იცის, რომ კოჭის ფესვი საკვებით მოწამვლის, გულისრევის და დაღლილობის დროს შეუცვლელია. ის ჯანმრთელობის მდგომარეობას კომპლექსურად აუმჯობესებს: ნერვულ სისტემას და იმუნიტეტს აძლიერებს, პათოგენებს ებრძვის, სითბოს გამოყოფას აძლიერებს. ეს კოჭის შესაძლებელობის სრული სია არაა. რთული სათქმელია, თუ რომელი უფრო სასარგებლოა, თაფლი თუ კოჭა.

როგორ მოვამზადოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნარევი

დაგჭირდებათ:

  • 5 ლიმონი
  • 1 ფესვი კოჭა
  • 3 ლაიმა
  • 1,5 კგ შაქარი

მნიშვნელოვანია: ხილის და კოჭის საერთო წონა 1 კგ–ს უნდა შეადგენდეს, რადგან შაქრის პროპორცია 1:1,5 უნდა იყოს. ასე ნარევს ბუნებრივად დააკონსერვებთ და მაცივარში შენახვის ვადას გაზრდით.

1. ინგრედიენტები მოამზადეთ: გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით, რომ ხორცსაკეპ მანქანაში ადვილად გაატაროთ. ქერქი არ მოაშოროთ.

2. ყველა ინგრედიენტი შაქრის გარდა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ასე ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

3. შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და 2 საათით შაქრის სრულად გახსნამდე გააჩერეთ.

4. ნარევი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

ასეთი უნივერსალური საშუალება შეგიძლიათ საყვარელ ჩაის დაუმატოთ. თბილ ამინდში მის საფუძველზე ცივი გამაგრილებელი ლიმონათი მოამზადეთ. საკონდიტრო ნაწარმში მურაბის ნაცვლად გამოიყენეთ. C ვიტამინი გამძლე ნაერთია, რომელიც თავის თვისებას თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს! და მაინც, სჯობს უმად მიირთვათ – დღეში რამდენიმე კოვზი! თქვენ რას იყენებთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს