7 მცენარე–გამწმენდი, რომელიც ფილტვებში ვირუსებსა და ბაქტერიებს კლავს

2011

შემოდგომის დადგომისთანავე არა მხოლოდ თბილი წინდები და ქურთუკი უნდა ამოიღოთ, არამედ სურდოსგან დამცავი მედიკამენტებიც მიიღოთ. სამწუხაროდ, ასეთი უსიამოვნებისგან დაზღვეული არავინაა. ნესტი, ტენიანობა და ცივი ქარი ცდილობს ხველით და მაღალი ტემპერატურით ლოგინში ჩაგვაწვინოს. რა მოხდება, თუ წამლისთვის აფთიაქს ან ხალხურ მედიცინას მივმართავთ? Vivien გიამბობთ, რომელი მცენარეები არის სასარგებლო ფილტვებისთვის!დედა ბუნებამ ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ დაუცველი გაგვხადა, მაგრამ სანაცვლოდ სამკურნალო მცენარეები შექმნა, რომელთაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ. მეცნიერებმა ამ ბალახების სარგებელი დაამტკიცეს, რასაც სხვადასხვა მედიკამენტში მათი გამოყენება ადასტურებს. შესაძლოა წელს ანტიბიოტიკების, აბების და სიროფების მიღება აღარ მოგიწიოთ!

ევკალიპტი – მცენარე როგორც ხალხურ, ასევე პროფესიონალურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ევკალიპტის სასარგებლო თვისებები სურდოსთან და ანთებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, რაც მცენარის აქტიური კომპონენტის, ცინეოლის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, სახლში ევკალიპტის დადება რთულია, მაგრამ არსებობს ხრიკი: ამ მცენარის ეთერზეთი გამოიყენეთ. არომადიფუზორში მოათავსეთ. დაავადების პროფილაქტიკა და სასიამოვნო არომატი გარანტირებულია!

სალბი – კიდევ ერთი ფართოდ აღიარებული სამკურნალო მცენარე. სალბი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობს. სამწუხაროდ, სახლში ასეთ მცენარეს ვერ გაზრდით, ამიტომ ეთერზეთის გამოყენება მოგიწევთ. სახლს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლო არომატით გაავსებთ!

ნიორი – ნიორს ვაფასებთ არა მხოლოდ საოცარი არომატის და სასიამოვნო გემოს გამო, რომელსაც კერძს ანიჭებს. უდავოდ, მცენარე ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ანტიობიტიკი. ის შეგიძლიათ საკვებს დაუმატოთ ან ნივრის კბილი ვირუსით დაზიანებულ ადგილას შეიზილოთ. სხვათა შორის, ნივრის გაზრდა სახლის პირობებში რთული არაა.

ბეგქონდარა – საყვარელი სუნელი არა მხოლოდ თქვენს ვახშამს შეავსებს, არამედ უსიამოვნებას გააქრობს. აღმოჩნდა, რომ მცენარე სამკურნალო თვისებებით ცნობილია. ხალხი ბეგქონდარას სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ იყენებს. ფილტვის ანთებასაც გაუმკლავდება.

ძირტკბილას ფესვი – ამ შეუმჩნეველ მცენარეს საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. ტრიტერპენოიდების და ფლავონოიდების მაღალი შემცველობის წყალობით ძირტკბილას ფესვი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული და ანტისიმსივნური თვისებებით გამოირჩევა!

თავშავა – მცენარე არა მხოლოდ ხმელი სახით არის სასარგებლო. ექიმები გირჩევენ, რომ რამდენიმე წვეთი თავშავა 1 ჭიქა სუფთა წყალს დაუმატოთ და დალიოთ. მცენარეს ანტივირუსული ეფექტი აქვს, მკვებავ ნივთიერებებს და ვიტამინებს შეიცავს.

პიტნა – საქმე მენთოლშია, რომელსაც პიტნა შეიცავს. ეს ნივთიერება სასუნთქი გზების კუნთებს ადუნებს. გარდა ამისა, პიტნას შეგუბების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

თუ ბუნებაში სასარგებლო მცენარეები არსებობს, რომლებიც გაციების და ანთების დროს გვეხმარება, რა საჭიროა ორგანიზმი მედიკამენტებით გაავსოთ? ეთერზეთის გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ამ მცენარეზე ალერგია არ გაქვთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს