დიაბეტი მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე ახასიათებს, რომელსაც ორგანიზმი ეფექტურად ვერ უმკლავდება. ბევრი ჟოლო ინსულინის წარმოების დარეგულირებასა და სისხლში შაქრის მაღალი დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. ჟოლოს წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის A, E და C ვიტამინებით, რომლებიც ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებენ და LDL ქოლესტერინთან დაკავშირებულ თავისუფალ რადიკალებს ხელს უშლიან.
ჟოლოს წვენის სარგებელი სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში შეისწავლეს და ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ხილს დიაბეტიკების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ იმედისმომცემი ეფექტების სადემონსტრაციოდ ერთ–ერთ კვლევაში, რომლის შედეგებიც ჟურნალში Obesity გამოქვეყნდა, 20-დან 60 წლამდე ასაკის 32 ზრდასრულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო. მონაწილეებს შორის 21 ადამიანს პრედიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა ჰქონდათ, ხოლო დარჩენილი 11 მონაწილე საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა. მონაწილეებს შემთხვევითი პრინციპით დაუნიშნეს სხვადასხვა საუზმე, თითოეული მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ჟოლოს შეიცავდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ პრედიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებს, რომლებიც მეტ ჟოლოს მიირთმევდნენ, ჭამიდან ნახევარ საათში გლუკოზის დაბალი დონე აღენიშნებოდათ.მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ რაც უფრო მაღალია ჟოლოს მიღება, მით უფრო ნაკლები ინსულინი სჭირდება მონაწილეებს სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.
„ამრიგად, დიეტური კენკრის დიდი დოზა შეიძლება ჰიპერგლიკემიისა და ჰიპერინსულინემიის შესამცირებლად ეფექტური იყო, თუ ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანები შერეულ საუზმესთან ერთად მიიღებენ“.