მაღაზიაში მწიფე და რბილი ავოკადოს პოვნა რთული ამოცანაა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი შეხედვით მოსახმარებლად მზა ხილს ყიდულობთ, მაგრამ შიგნით დამპალია. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, პირიქით ვიქცევი. უბრალოდ 1 კგ მწვანე ავოკადოს ვყიდულობ და მაცივარში ვინახავ. აუცილებლობის მიხედვით რამდენიმე ნაყოფს ვიღებ და დამწიფებაში ვეხმარები. Vivien გასწავლით, როგორ დააჩქაროთ ავოკადოს დამწიფება.
რბილი ავოკადო – ბევრი მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით ავოკადოს სწრაფად დაამწიფებთ. ყველაფერს გიამბობთ, მაგრამ ჯერ ხრიკს გაგიზიარებთ, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ. ნაყოფი სწრაფად რომ დამწიფდეს, მუყაოს ყუთში ვაშლთან, მსხალთან ან ბანანთან ერთად შეინახეთ. შეგიძლიათ რამდენიმე მწიფე ხილი ჩადოთ. ასე შედეგს მხოლოდ გააუმჯობესებთ.საქმე იმაშია, რომ მწიფე ტკბილი ხილი განსაკუთრებულ ნივთიერებას, ეთილენს გამოყოფს. მისი დახმარებით ავოკადო სწრაფად მწიფდება. ევგენი კლოპოტენკო, ცნობილი უკრაინელი შეფმზარეული, გირჩევთ, რომ ავოკადო და ხილი ქაღალდში გაახვიოთ, შემდეგ პარკში შეფუთოთ და ბნელ, თბილ ადგილას შეინახოთ.მზარეულის თქმით, ავოკადო ამ მეთოდით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დამწიფდება. ეს სიმართლე არაა. თუ ნაყოფი პატარა ზომისაა, მაქსიმუმ 2-3 დღე ყოფნის, რომ მაგიდა მწიფე და რბილი ავოკადოთი დაამშვენოთ.ვფიქრობ, ზედმეტი მანიპულაციები საჭირო არაა. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი შეგიძლიათ უბრალო მუყაოს ყუთში გააკეთოთ. ხის ყუთიც გამოგადგებათ. ქაღალდის და შესაფუთი პარკის დახარჯვა საჭირო არაა.
როგორ დავაჩქაროთ ავოკადოს დამწიფება – თუ ავოკადო აქ და ახლა გჭირდებათ, სხვა მეთოდი არსებობს. უბრალოდ რბილობი ამოიღეთ და ფიალაში მოათავსეთ. თეფშს შესაფუთი პარკი დააფარეთ, შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით მოათავსეთ. ავოკადო დარბილდება. გაითვალისწინეთ, რომ ხილი, სავარაუდოდ, გამუქდება, მისი გემო და არომატი შეიცვლება.თუ რამდენიმე დღე მარაგში გაქვთ, ალუმინის ფოლგა გამოიყენეთ. ავოკადო მასში გაახვიეთ და თბილ, ბნელ ადგილას მოათავსეთ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. მსმენია, რომ ფოლგაში გახვეული ავოკადო შეგიძლიათ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხოთ. ასე დამწიფების პროცესი დაჩქარდება.კიდევ ერთი უჩვეულო მეთოდი: ქაღალდის პარკი და ფქვილი. ხილი პარკში ჩადეთ და ჩვეულებრივი ფქვილი მოაყარეთ. დამწიფება ისეთივე პრინციპით მოხდება, როგორც მწიფე ხილის შემთხვევაში.თუ ავოკადოს ხშირად არ მიირთმევთ, შეიძლება კაზუსურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მაგალითად, ხილი შუაზე გაჭერით და შემდეგ მიხვდით, რომ მწიფე არაა. ამ შემთხვევაში ლიმონის წვენი სწრაფად მოასხით, შემდეგ ნახევრები ერთმანეთს მიადეთ და პარკში გაახვიეთ. ახლა მაცივარში შეინახეთ.
რედაქციის რჩევა: ავოკადო ბნელ და თბილ ადგილას სწრაფად მწიფდება. ხილი მაღალ ტენიან ადგილას არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ. ასე ნაყოფი უბრალოდ ლპობას დაიწყებს. ჩვეულებრივ, ავოკადოს ხილთან ერთად ყუთში ვდებ და სამზარეულოს კარადაში ვინახავ.გახსოვდეთ, რომ ძალიან რბილი ავოკადო შეიძლება შიგნით დამპალი აღმოჩნდეს. სწორად აირჩიეთ.
გყავთ ეგზოტიკური მწვანე ხილის მოყვარული მეგობრები და ნაცნობები? ეს სასარგებლო სტატია აუცილებლად გაუზიარეთ!