ბოშა გალინას რეცეპტით ქათამი ფორთოხლით ღუმელში ან ტაფაზე გამომცხვარი უჩვეულოდ გემრიელი, არომატული და რბილი გამოდის. ხახვის და სოდის უჩვეულო კომბინაცია ხახვს დიდებულ სოუსად აქცევს, რომელიც ნივრით და ფორთოხლით პიკანტურად შეკაზმულია. სოდის მოყვარული არ ვარ, მაგრამ აქ სწორედ მისი ადგილია. ფორთოხლის წვენი ახალი ფორთოხლით ჩაანაცვლეთ.Vivien გიამბობთ, რატომ უნდა დაუმატოთ ცოტა სოდა მოთუშულ ხახვს. ასევე გიზიარებთ ფორთოხალთან ერთად ქათმის ხორცის მომზადების შეუდარებელ რეცეპტს.
ქათამი ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 800 გრ ქათმის გულმკერდი
- 1 ხახვი
- 1 ფორთოხალი
- 15 გრ ოხრახუში
- 70 გრ კარაქი
- 4 კბილი ნიორი
- 0,3 ჩ/კ სოდა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ხახვი წვრილად დაჭერით, ტაფაზე კარაქის ნაჭერთან ერთად მოათავსეთ. ცოტა სოდა დაუმატეთ და აურიეთ. ხახვი ოდნავ გაყვითლდება. თავსახური დაახურეთ, ცეცხლს დაუწიეთ და 10 წუთით თუშეთ. ხახვი თუშვისას სოდის ხარჯზე ფაფის, რაღაც სოუსის მსგავსი გახდება.
2. ქათმის ფილე თხელ, მოგრძო ნაჭრებად დაჭერით.
3. ფორთოხალი გათალეთ. წვენი გაწურეთ ან ნაჭრებად დაჭერით. ნიორი წვრილად დაჭერით.
4. ტაფაში ხახვს ფორთოხალი, ნიორი და ქათამი დაუმატეთ. მარილი, წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 15 წუთით თუშეთ.
5. ასეც ასე, ქათმის ხორცი ფორთოხალთან და ხახვთან ერთად მზადაა. სურვილის შემთხვევაში ცოტა დაქუცმაცებული მწვანილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!
ქათმის ხორცი ფორთოხალთან ერთად ღუმელში გამომცხვარი ან ტაფაზე მომზადებული უნაზესი გამოდის. დარწმუნებული ვართ, ადრე არ გაგისინჯავთ. ფორთოხლის არომატი მოგიზიდავთ და ძლიერ მადას გამოიწვევს. გირჩევთ, სცადოთ. ოჯახის წევრები ძალისხმევისთვის მადლობას გადაგიხდიან!