მერწყული ზოდიაქოს ნიშნებს შორის საუკეთესო მეგობარია და ამას 14 მიზეზი აქვს:
- მერწყული ერთგულია
ურთიერთობის დაწყებამდე მერწყული ყველანაირად გამოგცდით. თუ მისი მეგობრობის შანსი მოგეცათ, იცოდეთ, რომ ის სამუდამოდ თქვენი მეგობარი იქნება.
- მერწყული გულწრფელია
თუ მერწყული გენდობათ, ის ყოველთვის სიმართლეს გეტყვით. ის თვლის, რომ ასე თავის მეგობრობას განახებთ. მაგრამ გახსოვდეთ: მერწყული იმედოვნებს რომ თქვენც მის მიმართ გულწრფელი იქნებით.
- მერწყული ყველაფერში კარგის დანახვას ცდილობს
მერწყულს ცხოვრების მიმართ უნიკალური ხედვა აქვს. ისინი ყოველთვის ცდილობენ ნებისმიერ სიტუაციასა და ადამიანში საუკეთესო დაინახონ.
- მერწყული შრომისმოყვარეა
მათ მძიმე სამუშაო არ აშინებთ. თუ რთული ამოცანის შესრულება არის საჭირო – მერწყული პირველი ეცდება მის შესრულება, ამასთან თავისი სურვილით. და საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.
- მერწყულის სიყვარული – აბსოლუტურია
თუ მერწყულს უყვარხართ, ის მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ. თქვენ მიმართ არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამს. ზოგჯერ ეს თავად მერწყულისთვის ცუდია, რადგან აგრძელებს ურთიერთობას, რომელიც მას არ შეეფერება.
- მერწყული უზრუნველია
ამით გარშემომყოფებისგან გამოირჩევა. სწორედ ამიტომ მერწყული არასტანდარტულად ფიქრობს და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების გამრავალფეროვნება შეუძლია.
- მერწყულთან ურთიერთობა ადვილია
მერწყული სხვა ადამიანს არასდროს განიკითხავს. სწორედ ამიტომ ადამიანებს მასთან ურთიერთობა სურთ. თუმცა თავად მერწყულს ნამდვილი მეგობრის პოვნა ძალიან უჭირს.
- მერწყული ძალიან კეთილია
მერწყულს რადგან ნამდვილი მეგობრის პოვნა ძალიან უჭირს, ხანგრძლივი სიკეთის ფასი იციან. მერწყული ხშირად გამოხატავს გულწრფელ სიმპათიას როგორც მეგობრების, ისე უცნობების მიმართ.
- მერწყული ოპტიმისტია
მერწყული ყოველთვის კარგ „მზიან“ ხასიათზე არის. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ამ განწყობის შენარჩუნებას ახერხებენ.
- მერწყული მეოცნებაა
შეიძლება ითქვას, რომ მერწყულს პროგრესი ამოძრავებს. ისინი სამყაროს ისე ხედავენ, როგორიც შეიძლება რომ იყოს. საკმაოდ მიზანდასახულები არიან და საკუთარი იდეების რეალიზებას ცდილობენ.
- მერწყული ძალიან თანამგრძნობიარეა
რთულ სიტუაციაში მერწყულზე უკეთესად ვერავინ დაგეხმარებათ. ისინი საუკეთესო მსმენელები და გამგებიანი მეგობრები არიან.
- მერწყული გარშემომყოფებს აფასებს
წინასწარი განზრახვით ადამიანებს ზიანს არასდროს აყენებს. ის ყოველი ადამიანის ფასეულობას იგებს.
- მერწყული ყოველთვის მზად არის თქვენს დასახმარებლად
ის ნებისმიერი რთული ამოცანის ან პრობლემის გადაჭრაში არა თუ დაგეხმარებათ, არამედ სიტუაციიდან გამოსვლის არასტანდარტულ გზას იპოვის.
- მერწყული მეგობრებს და ახლობლებს იცავს
მერწყული მათ ინტერესებს ბოლომდე იცავს. სწორედ ამიტომ მერწყულს და მისთვის საყვარელ ადამიანებს შორის არასდროს ჩადგეთ.
თქვენ გყავთ მერწყული მეგობარი? ასეთი თვისებები მისთვის დამახასიათებელია? დაწერეთ კომენტარებში.