ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები: 4 ნიშანი, რომელიც მარტივად შეიძლება გამოგრჩეთ

1434

ციროზი – ნაწიბურებიანი ღვიძლი, რომელი ღვიძლის ხანგრძლივი დაზიანებით არის გამოწვეული. ნაწიბურებიანი ქსოვილი ღვიძლს ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის. ღვიძლმა შეიძლება ციროზის დროს ფუნქციონირება გააგრძელოს, მაგრამ საბოლოოდ ღვიძლის უკმარისობას გამოიწვევს. Vivien გიზიარებთ ღვიძლის უკმარისობის 4 ნიშანს, რომელიც მარტივად შეიძლება გამოგრჩეთ.

Johns Hopkins Medicine ასახელებს ციროზის სიმპტომებს და 4 სიმპტომს, რომელიც შეიძლება სხვა, ნაკლებად სერიოზულ დაავადებაში აგერიოთ:

  • კანის ქავილი
  • მადის დაკარგვა
  • მსუბუქი ჩალურჯება
  • დაბალი ენერგია და სისუსტე

ჩვეულებრივი, კანის ქავილი რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანი არაა და ხშირად კანის სიმშრალით, აქერცვლით ან გაღიზიანებით არის გამოწვეული. მადის დაკარგა შეიძლება სურდომ, მოწამვლამ ან რომელიმე მედიკამენტის გვერდითმა ეფექტმა გამოიწვიოს.ასაკის მატებასთან ერთად ჩალურჯებები ჩნდება, რადგან სისხლძარღვები სუსტდება. დაბალი ენერგია და სისუსტე შეიძლება დაღლილობის ნიშანი იყოს – გვიან დაძინება, დიდხანს მუშაობა ან ბავშვი ღამით არ გაძინებთ.Johns Hopkins Medicine ადასტურებს, რომ ციროზის სიმპტომები შეიძლება მისი სიმძიმის მიხედვით განსხვავდებოდეს. მსუბუქი ციროზი სიმპტომებს შეიძლება სულ არ იწვევდეს.

სხვა სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • მუცლის არეში სითხის დაგროვება (ასციტი)
  • სისხლის ღებინება, ხშირად საყლაპავის სისხლძარღვებში სისხლდენის გამო
  • ნაღვლის ბუშტში კენჭები
  • კანის და თვალის სიყვითლე
  • თირკმლის უკმარისობა
  • კუნთოვანი მასის დაკარგვა
  • დაქსელური ვენები კანზე
  • წონის კლება
  • დაბნეულობა იმის გამო, რომ სისხლში ტოქსინები გროვდება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს