D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გულის სერიოზული დაავადებების რისკი გაზარდოს

933

D ვიტამინს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კუნთების, ძვლების და კბილების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ვიტამინის დეფიციტი რიგ პრობლემებს, მათ შორის სერიოზულ შედეგებს იწვევს. Vivien გიზიარებთ კვლევის შედეგებს, რომელიც D ვიტამინის დეფიციტს და მის სერიოზულ შედეგებს ეხება.Molecular Nutrition Food Research-ის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ვირთხებში D ვიტამინის დეფიციტს იკვლევდნენ, რომელიც ინსულინთან მიოკარდიუმის რეზისტენტობის გამო გულის დისფუნქციას იწვევს.კვლევის ფარგლებში D ვიტამინსა და კარდიომეტაბოლურ ანომალიებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი შეისწავლეს. მამრი ვირთხები ნორმალურ დიეტას, D ვიტამინით დეფიციტურ დიეტას ან ცხიმებით და ფრუქტოზით მდიდარ დიეტას 20 კვირის განმავლობაში იღებდნენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვირთხებში D ვიტამინის დეფიციტი ისევე იწვევს მეტაბოლურ სინდრომს და გულის დისფუნქციას, როგორც ცხიმით და ფრუქტოზით მდიდარი დიეტა.„კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინის დეფიციტი გულის უკმარისობის დამოუკიდებელი ფაქტორია, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ მიოკარდიუმის ინსულინრეზისტენტობის გამო“ – დაასკვნეს კვლევაში.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის თქმით, კვლევების მზარდი რაოდენობა მიუთითებს, რომ D ვიტამინი გულის შეტევის, შეგუბებული გულის უკმარისობის, პერიფერიული არტერიების დაავადებების, ინსულტის და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული მდგომარეობების, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი, რისკ–ფაქტორს წარმოადგენს.

„D ვიტამინი მოქმედებს როგორც ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში 200 მეტ გენს არეგულირებს. ადამიანები სუფთა ჰაერზე ნაკლებ დროს ატარებენ და გარეთ მეტ მზისგან დამცავ საშუალებას იყენებენ, ამიტომ მოსახლეობაში ვიტამინის საერთო დეფიციტი აღინიშნება“.

კვლევა გვითითებს, თუ რომელი პაციენტები მიიღებენ მეტ სარგებელს D ვიტამინის დანამატის მიღებით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს