თხის რქას ბევრი ღირსება გააჩნია, მაგრამ ერთი რამ თვალში მოსახვედრია: მისი შესანიშნავი პრაქტიკული ინტელექტი. ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანია.
თხის რქას მინიჭებული აქვს ძალიან ზუსტი ლოგიკური აზროვნება. მას შეუძლია ყველაფერი ორი ნაბიჯით წინ განსაზღვროს და სასურველ დასასრულს მიაღწიოს. თუმცა მათ წარმოდგენა რთულად აქვთ განვითარებული და ცხოვრებას მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში ხედავენ.
მისთვის დამახასიათებელი თვისებაა – მოკრძალებულობა. მაშინაც კი თუ თხის რქა მდიდარია, მისი ტანსაცმლით ამის განსაზღვრა გაგიჭირდებათ, რადგან საკუთარი წარმატების აფიშირება არ უყვარს. თხის რქის ნდობის მოპოვება მარტივი არაა, რადგან ის ტყუილს ადვილად განსაზღვრავს.
თხის რქის პიროვნება
თხის რქის ცივი ხიბლი პირველი შეხვედრის დროს შეუდარებელ შთაბეჭდილებას ახდენს. სიმტკიცე – მისი ნიღაბია, რომელიც უკიდურესად მგრძნობიარე სულს, ნამდვილ ვულკანურ ვნებას მალავს. მისი გულის სიახლოვეს გათბობას ბევრი ვერ ახერხებს. თხის რქა სახის გამომეტყველებით, მუდმივი ჩაფიქრებული მზერით ადამიანებს აინტრიგებს – ის ისეთი მიუწვდომელი გეჩვენებათ. მისი შინაგანი სამყარო განსაკუთრებულად მდიდარია, თუმცა მას თითქმის არავის აჩვენებს.
თხის რქის სასიყვარულო პროფილი
თხის რქის მთავარი განსაკუთრებულობა არის საშინელი იდუმალება. სიკვდილის შიშითაც კი არ აღიარებს თუ სინამდვილეში რა ტანჯავს, რაზე ნერვიულობს და შფოთავს. სიყვარულზე საუბარი მისთვის იმდენად მტკივნეულია რომ თუ ამას გაბედავს, შემდეგ დიდხანს თავს აგარიდებთ და დამორცხვებული იქნება.
ყველაფერი იმიტომ, რომ თხის რქა საშინლად დაუცველი, ნაზი და გრძნობებით შეპყრობილია. თხის რქა მისგან სრულად განსხვავებულ პიროვნებებს – ღია, არაორდინალურ და არაპროგნოზირებად ადამიანებს უყვარდებათ.
მამაკაც თხის რქას ეს თვისებები ახასიათებთ:
- საკუთარი თავის და სხვების მიმართ მომთხოვნობა;
- მკაცრი დისციპლინა;
- პატიოსნება, სამართლიანობა;
- იუმორის ცუდი გრძნობა;
- რეალიზმი, ლოგიკური აზროვნება;
- პრაგმატიზმი;
- გავლენა;
- წუწურაქობა
ქალ თხის რქას შემდეგი თვისებები ახასიათებს:
- სინატიფე და დახვეწილობა;
- გრძნობების კარგად კონტროლირება;
- კომპრომისზე მკაცრი უარი;
- კარიერის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება;
- ყველაფრის გაკონტროლების სურვილი;
თხის რქა ამტანი და მომთმენი ნიშანია, ამიტომ კარგი მსმენელები არიან და ხალხის საუბრების მოსმენას ბევრ დროს უთმობენ. მათ ხალხის, ისტორიის, ტრადიციის და პოლიტიკური ხედვის შესახებ საკმაოდ ბევრი იციან. ეს მის ცოდნას ზრდის და საშუალებას აძლევს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი იყოს.