საუკეთესო ხილი მაღალი არტერიული წნევის მაჩვენებლის და ჰიპერტონიის რისკის შესამცირებლად

977

ჰიპერტონია ან მაღალი არტერიული წნევა გულის დაავადების ყველაზე გავრცელებული რისკ–ფაქტორია. დამტკიცებულია, რომ ხილის ერთი სახეობა არტერიული წნევის მაჩვენებლის და ჰიპერტონიის რისკის შემცირებას ხელს უწყობს. Vivien გიამბობთ, რომელი ხილი უნდა ჩართოთ რაციონში, თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ.ექსპერტები წნევის ძლიერი შემცირების უნარის გამო ციტრუსს აქებენ.ციტრუსს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად ხშირად მიიჩნევენ. ციტრუსი, მათ შორის გრეიფრუტი, ფორთოხალი და ლიმონი, ვიტამინებით, მინერალებით და მცენარეული ნაერთებით მდიდარია, რომლებიც გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობენ და ჰიპერტონიის რისკს ამცირებენ.ლიმონი, ჩვეული ციტრუსი, მოიცავს ბიოაქტიურ კომპონენტებს, როგორიცაა ლიმონის მჟავა, პოლიფენოლი და ასკორბინის მჟავა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელს ფლობენ.კვლევამ აჩვენა, რომ ფორთოხლის და გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება არტერიული წნევის მაჩვენებლის შემცირებაში დაგეხმაროთ.ერთ–ერთ კვლევაში, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოაქვეყნეს, არტერიული წნევის მაჩვენებელზე ლიმონის ყოველდღიური მიღების გავლენა შეისწავლეს.

„რამდენიმე კვლევამ გამოყო ლიმონი, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილი, რომელიც ფენოლის ნაერთებით, ასევე ვიტამინებით, მინერალებით, საკვები ბოჭკოებით, ეთერზეთებით და კაროტინოიდებით მდიდარია“. „ჰიპერტონიის მქონე ვირთხებში ლიმონის წვენის და მისი გაუწმენდავი ფლავონოიდების დამთრგუნველი ზემოქმედება დაფიქსირდა“.

ლიმონის ცედრის წყალხსნარიც არტერიული წნევის შემცირებაზე გავლენას ახდენს. ეს შედეგები აჩვენებს, რომ ლიმონის მიღება სისტოლურ არტერიულ წნევას ამცირებს.ციტრუსი C ვიტამინით მდიდარია და ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც რაციონიდან ბევრ C ვიტამინს იღებენ, მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკის შემცირება შეუძლიათ.ექსპერტები გირჩევენ წვენი დალიოთ, რადგან ის მდიდარია სხვადასხვა ნაერთებით, რომლებიც არტერიული წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ მთელი ხილი მიირთვათ, რომ C ვიტამინთან ერთად დამატებითი უჯრედისი მიიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს