ჩვეულებრივ, სისხლის მიმოქცევის პრობლემები ფეხებში ჩნდება, ტერფებთან სისხლის მიწოდებას ბლოკავს, რამაც შეიძლება ფეხის ფრჩხილების სიგრძეზე გავლენა მოახდინოს. ბოლოს როდის მიაქციეთ ყურადღება ამ ზონას? მაიოს კლინიკის მოსაზრებით, პერიფერიული არტერიული დაავადების ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს „ფეხის ფრჩხილების შედარებით ნელი ზრდა“. მდგომარეობამ შეიძლება ინტენსიური აქტივობის, მაგალითად, სიარულის ან კიბეზე ასვლის დროს წვივის უკანა კუნთების „მტკივნეული სპაზმი“ გამოიწვიოს. ფეხში შეიძლება დაბუჟება ან სისუსტე იგრძნოთ, ხოლო წვივი და ტერფი შეიძლება ცივი გახდეს. სისხლის ნაკადის დეფიციტის გამო შეიძლება წვივის ფერი შეიცვალოს და ბზინვარე გახდეს. ამან შეიძლება თმის ცვენა და ფეხებსა და ტერფებზე თმის ზრდა შეანელოს. თქვენ, სავარაუდოდ, პერიფერიული არტერიული დაავადება გაქვთ, თუ:
- თამბაქოს ეწევით
- დიაბეტი გაქვთ
- სიმსუქნე გაწუხებთ
- მაღალი არტერიული წნევა გაქვთ
- მაღალი ქოლესტერინი გაქვთ
- 65 წელზე მეტის ხართ
- ოჯახურ ანამნეზში დაავადება ან ინსულტი გაქვთ
„ადამიანებს, რომლებიც ეწევიან ან დიაბეტით დაავადებულნი არიან, სისხლის ნაკადის შემცირების გამო პერიფერიული არტერიული დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ“ – ამბობენ მაიოს კლინიკის ექსპერტები.ჯანმრთელობის მსგავსი გართულების თავიდან ასაცილებლად ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია არტერიებში ცხიმის დაგროვების პროგრესირების შემცირება. ამას ხელს უწყობს ცხოვრების წესის შეცვლა, მათ შორის თამბაქოზე უარის თქმა და მეტი ფიზიკური ვარჯიში. მკურნალი ექიმი გამოგიწერთ მედიკამენტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.