ხელისგულზე ნაკეცები შეიძლება ქოლესტერინის მაღალ დონეზე გითითებდეთ

860

მაღალი ქოლესტერინი – როცა სისხლში არის ბევრი ცხიმოვანი ნივთიერება, რომელსაც ქოლესტერინი ეწოდება. როგორც გულის დაავადებების სხვა წინამორბედი ზედაპირის ქვეშ მუშაობს, პრობლემებს შეუმჩნევლად იწვევს. სიმპტომების არ ქონა ნიშნავს, რომ სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროთ, რომ მაღალი ქოლესტერინის არსებობა დაადასტუროთ.ინდოელმა მკვლევარებმა საერთო ქოლესტერინის გამოსავლენად ტესტი შეიმუშავეს. მასში გამოიყენება ციფრული კამერა პაციენტის ხელის შიდა მხარეზე სურათის გადასაღებად და არა სისხლის ანალიზის ასაღებად. მიღებული სურათი იჭრება და მონაცემების ბაზაში არსებული ქოლესტერინის ცნობილ სურათებს ედრება.სამედიცინო საინჟინრო და ინფორმატიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ჰ.პ.შანკერმა (საინჟინრო და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი) და მისმა თანამშრომლებმა აღწერეს, როგორ შექმნეს არაინვაზიური მეთოდი გულის დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ქოლესტერინის დონის შესამოწმებლად.

მათი მიდგომა ქოლესტერინის დონის მონაცემების დიდი ბაზის შექმნას ეფუძნება, რომელიც ჩაწერილია სისხლის სტანდარტული ანალიზების გამოყენებით და უკავშირდება თითოეული პაციენტის ხელის სტანდარტიზებულ ფოტოებს – ქოლესტერინი თითების ნაკეცებში კონცენტრირებულია.ხელის ნაკეცებში შეიძლება გაჩნდეს ქოლესტერინის დაგროვება, რომელსაც ქსანთომა ეწოდება.

ვინჩესტერის საავადმყოფოს მონაცემების თანახმად, ქსანთომის ზომა ძალიან პატარიდან 3 ინჩამდე მერყეობს. სისხლის ანალიზი ქოლესტერინის დონის დასადგენად საიმედო მეთოდად ითვლება, მაგრამ ინდოელმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ საერთო ქოლესტერინის სხვადასხვა დონის დადგენა კანის გამოსახულების ანალიზით შესაძლებელია.თუ მაღალი ქოლესტერინის დონის დიაგნოზი დაგისვეს, ცხოვრების წესის შეცვლა მოგიწევთ, რომ მისი დონე შეამციროთ.ქოლესტერინთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციის Heart UK მონაცემებით, გაჯერებული ცხიმების მიღების შემცირება და უჯერი ცხიმებით მათი ჩანაცვლება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად შესანიშნავი მეთოდია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს